Digest Logo

5 ფსიქოლოგიური ხრიკი, რაც ცხოვრებაში არასამართლიან უპირატესობას მოგცემთ

1790443130
მარიამ მგალობლიშვილი

5 ფსიქოლოგიური ხრიკი, რომლებიც ცხოვრებაში არასამართლიან უპირატესობას მოგცემთ:

1. კამათის დროს თუ ოპონენტს ხშირად შეხედავთ შუბლზე, ის თავს დაუცველად, უხერხულად და ოდნავ დათრგუნულად იგრძნობს.

2. ხალხში ხუმრობის ან სასაცილო სიტუაციის დროს დააკვირდით, საით არის მიმართული სხვების მზერა, რადგან ადამიანები ავტომატურად უყურებს მას, ვინც ყველაზე მეტად მოსწონთ. ეს დაგეხმარებათ გაარკვიოთ ვის ვისთან აქვს სიმპათია.

3. თუ ადამიანთან თხოვნა გაქვთ, დაიწყეთ ფრაზით: „არ ვიცი, რამდენად შეძლებ დახმარებას, მაგრამ...“. ადამიანებს თავიანთი ეგოცენტრულობიდან გამომდინარე უჩნდებათ საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცების სურვილი და უფრო მეტ ძალისხმევას გაიღებენ, იმისთვის რომ დაგიმტკიცონ, რომ შეუძლიათ.

4. თუ ვინმესთან სათხოვარი გაქვთ უმჯობესია, ჯერ სთხოვოთ მას ისეთი რამ, რაზედაც ზუსტად იცით, რომ უარს გეტყვით. უარის გამო ის აუცილებლად, იგრძნობს არასასიამოვნო, თუნდაც მცირედ დანაშაულის განცდას თქვენს მიმართ. ზუსტად ამ მომენტში შეგიძლიათ უკვე უთხრათ თქვენი რეალური, უფრო „მსუბუქი“ თხოვნა. კონტრასტის ეფექტისა და დანაშაულის განცდის გამო, ის ამ მეორე თხოვნაზე ბევრად უფრო მარტივად დაგთანხმდებათ, ვიდრე პირდაპირ რომ გეთხოვათ.

5. როდესაც ვინმე თქვენგან პასუხს დაუყოვნებლივ ითხოვს, ჩამოართვით მას ზეწოლის მთავარი ბერკეტი. უბრალოდ უთხარით: „თუ პასუხი ახლავე გჭირდება პასუხია „არა“. თუ შეგიძლია მოიცადო, შესაძლოა პასუხი იყოს „კი“.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„შესანიშნავ ფორმაში ხართ, ძალიან სიმპათიური მერი გვყავს“ - კახა კალაძე ახალ ფოტოებს აქვეყნებს

🎥 „ყველაზე ბედნიერი დღე, გავატანეთ და ეგ არის...“ - კადრები მარიამ შენგელიას ქორწილიდან

⭕„ერთად ბევრი რამ გავიარეთ, დავძლიეთ სხვადასხვა სირთულე, პირადად მე და ჩემმა თანაგუნდელებმა ავიხდინეთ ბავშვობის ოცნება“ - კვარაცხელია სანიოლს მიმართავს

✕