სასკოლო ფორმების რეალიზაცია 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება.
მშობლებს საქართველოს ყველა რეგიონში ექნებათ საშუალება, შეიძინონ სასკოლო ფორმა რეალიზაციის პუნქტებში ან ონლაინ, სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ პლატფორმაზე: formebi.emis.ge პლატფორმაზე მომხმარებელი ნახავს:
🔽
სასკოლო ფორმების მოდელებს, ზომებსა და ღირებულებას
🔽
რეალიზაციის პუნქტების ზუსტ მისამართებსა და საკონტაქტო ინფორმაციას.
15 სექტემბრიდან ფორმების შეძენის შესაძლებლობა მშობლებს მხოლოდ ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით ექნებათ.
მთელი ქვეყნის მასშტაბით, ფორმების რეალიზაციის 84 პუნქტია განთავსებული.
ინფორმაციისთვის, ფორმებს უსასყიდლოდ მიიღებენ;
1. საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის ის მოსწავლეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65 001 ქულაზე ნაკლებია.
2. მოსწავლეები, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვაში, მათ შორის, ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში, განთავსებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, ჩართულნი არიან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში ან განთავსებულნი არიან თბილისის ბავშვთა სახლში.
3. მოსწავლეები, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ ახერხებენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და ჩარიცხულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ჩემი ყველაფერი“ - ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა თურქეთში უფროს შვილთან ერთად მოგზაურობენ
⭕„ყველაფერი მიდის დაწერილი სცენარით“ - ნანული ლალიაშვილის პროგნოზი ახალ 2-წლიან ციკლზე