დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე 12 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს.
არასრულწლოვნის ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული, სადაც მას ექსპერტიზა უტარდება.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ძალადობის კვალი ეტყობა.
სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში აფხაზეთის ხმის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ლაშა ბერულავა გამოეხმაურა.
„საშინელება მოხდა დიდ დიღომში: 12 წლის გოგონა, ანა, სავარაუდოდ, რამდენიმე საათის წინ, 23:00 დან 03:00 შუალედში მოკლეს. სწორედ საღამოს 11-ზე ნახეს გოგონა ქუჩაში მოსეირნე.
ბავშვს ძალადობის კვალი ეტყობა, შესაძლოა, გაგუდული იყოს, იოანე პეტრიწის ქუჩაზე მდებარე ძველ, უკაცრიელ პარკში, რაგბის სტადიონთან იპოვეს, სასწრაფოს ბრიგადა თითქმის ერთ საათს უტარებდა ხელოვნურ სუნთქვას, მაგრამ ვერ უშველეს...
ფოტოს არ ვდებ... სიტყვები ვერაფერს იტყვის აქ... ვუსამძიმრებ ოჯახს...
P.S. ბავშვის ფოტოზე ვამბობ და არა ცხედრის, შემთხვევის ადგილზე არ ვარ...
ირინა ზარანდია, ტრაგედიის ადგილის შესასვლელი“, - წერს ლაშა ბერულავა.
ასევე დაგაინტერესებთ: