
„იწყება 72-ე ეტაპი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლის“, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში ა.წ. 8-14 სექტემბერს (11 სექტემბრის გარდა) 12:00 საათიდან 16:00 საათამდე.
„იწყება სამოცდამეთორმეტე ეტაპი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლისა.
ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში ამა წლის 8-14 სექტემბერს (11 სექტემბრის გარდა) 12:00 საათიდან 16:00 საათამდე.
რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ:
✅ მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;
✅ მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები;
✅ შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები.
საკონტაქტო ტელეფონები:
593 90 08 10
558 65 11 59
593 46 45 71
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „5 დღე, 5 განწყობა, 5 ტუჩსაცხი“ - ანუკი არეშიძის მოდური ლუქები