„იწყება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ დაარსებული და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მიერ გაგრძელებული მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთოთხმეტე ეტაპი“, - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში.
„ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში ამა წლის 8 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით (11, 12 და 13 სექტემბრის გარდა), 12 საათიდან 16 საათამდე.
რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ: მშობლების პირადობის მოწმობების ასლები; მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები; შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები.
საკონტაქტო ტელეფონები:
593 90 08 10
558 65 11 59
593 46 45 71“, - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„დაიჯერეთ ადამიანების სიკეთის, ისინი ბევრნი არიან...“ - რას წერს ნინი კენჭიაშვილი
⭕„ძალიან კარგები ხართ, უხდებით ერთმანეთს“ - ავთანდილ აბესლამიძემ რჩეული გამოაჩინა