Digest Logo

„დაიჯერეთ ადამიანების სიკეთის, ისინი ბევრნი არიან...“ - რას წერს ნინი კენჭიაშვილი

1788435677
 ნინი კენჭიაშვილი

დუეტ „ლეონის“ წევრებს, მომღერალ ლევან წვერავასა და მის ულამაზეს მეუღლეს, ნინი კენჭიაშვილს, 29 მაისს მეორე შვილი შეეძინათ. წყვილი ორი ვაჟკაცის მშობელი გახდა.

ისინი ხშირად აქვეყნებენ ერთმანეთის შესახებ პოსტებს თუ ოჯახურ კადრებს.

წყვილმა უმცროსი ვაჟი იესე 1-ელ აგვისტოს მონათლა. 

ამჯერად, ნინი კენჭიაშვილი „ფეისბუკზე“ შვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს: 

„რატომ გვგონია ხოლმე, რომ სამყაროში სიკეთე ცოტაა? იმიტომ, რომ ბოროტება ხმაურობს,
სიკეთე კი ჩუმად მოდის, არ ითხოვს ყურადღებას, არ იწონებს თავს, არავის უმტკიცებს არაფერს.

კეთილი ადამიანები უბრალოდ აკეთებენ კარგს, ეხმარებიან, ამხნევებენ, პატიობენ და გზას აგრძელებენ.

არ დაიჯეროთ, რომ ბოროტებამ სიკეთეს აჯობა. სიკეთე ბევრად მეტია, უბრალოდ, მას ხმაური არ უყვარს.  

დაიჯერეთ ადამიანების სიკეთის.  

ისინი ბევრნი არიან. ძალიან ბევრნი“, - წერს ნინი კენჭიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ორსულობა სამი არსების: დედის, მამის და ნაყოფის, ღრმა ფსიქოემოციური ეკოსისტემაა“ - რას წერს ფსიქოლოგი

„ძალიან კარგები ხართ, უხდებით ერთმანეთს“ - ავთანდილ აბესლამიძემ რჩეული გამოაჩინა

ნუმეროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელსაც 2026 წლის სექტემბერში განსაკუთრებით გაუმართლებს