Digest Logo

შალვა გაჩეჩილაძემ საერთაშორისო საცხენოსნო ტურნირის პირველ დღეს ოქროს მედალი მოიპოვა

1782410843
შალვა გაჩეჩილაძე

შალვა გაჩეჩილაძემ საერთაშორისო საცხენოსნო ტურნირის პირველ დღეს ოქროს მედალი მოიპოვა. ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

ბელგიის ქალაქ ვუსტვეზელში საერთაშორისო საცხენოსნო ტურნირი - CSI3 Jumping Wuustwezel მიმდინარეობს.

ქართველი მხედარი შალვა გაჩეჩილაძე და მისი ცხენი „ლამბადა“ გახსნის დღის შეჯიბრების გამარჯვებულებია.

ტურნირში 37 ქვეყნის 237 ცხენისა და მხედრის წყვილი მონაწილეობს.

საცხენოსნო ტურნირი 24 ივნისს დაიწყო და 28 ივნისს დასრულდება. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რუსკა ქარქაშაძე გოგონას დედა გახდა - რა დაარქვეს პატარას?

⭕რა უნდა ვიქონიოთ 2026 წლის ეროვნულ გამოცდებზე - ინფორმაცია, გამოსაცდელთა საყურადღებოდ

🎥 „მიყვარხარ, საქართველო“ - რა კადრებს აქვეყნებს ილია თოფურია