Digest Logo

„შეიძლება გუდა-ნაბადი ავიკრა და რამდენიმე თვეში ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი

1659247943
ბაღდოშვილი

სარესტორნე ბიზნესს უჭირს. პანდემიის გამო ჩაკეტვების შემდეგ სექტორისთვის ერთ-ერთი დიდი გამოწვევა ინფლაცია აღმოჩნდა. როგორც bm.ge-სთან რესტორანი „ჩვენის“ დამფუძნებელი გურამ ბაღდოშვილი ამბობს, თავისი ბიზნესის შემოსავლიდან სახელმწიფო ბიუჯეტში გაცილებით მეტს რიცხავს, ვიდრე მოგება რჩება.

„პანდემიიდან დაწყებული დღემდე პროდუქტების ღირებულება დაახლოებით 40-45%-ით გაიზარდა. გაზრდილია სახელფასო ფონდიც, რადგან სამუშაო ძალის კრიზისია.

რაც შეეხება შემოსავალს, ის გაცილებით ნაკლებია, ვიდრე გადასახადებში ვიხდი. მაგალითად 3-4 მილიონს, რასაც წლიურ გადასახადს სახელმწიფო ბიუჯეტში ვრიცხავ, მაგის 10%-ი, ანუ ნახევარი მილიონი, მე არ მრჩება.

ძალიან დიდი შრომა მიწევს, მაგრამ შემოსავალი ისეთი არ მაქვს, როგორიც უნდა იყოს. ამდენი რესტორნის მმართველი ვარ და ნებისმიერ სხვა ქვეყანაში მილიონერი ვიქნებოდი და მეტად დაფასებული, მეტად აღიარებული, მეტად პატივცემული. პრობლემაა ის, რომ სახელმწიფო ფეხს ითრევს რაღაც საკითხებში. ადამიანის განვითარება აქ ნაკლებად ხდება. ყველას განვითარება და წარმატებისკენ სწრაფვა უნდა. მეც შეიძლება რამდენიმე წელიწადში კი არა, რამდენიმე თვეშიც კი ავიკრა გუდა-ნაბადი და წავიდე“, - ამბობს იგი.

კითხვაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ბიზნესმა ქვეყანაში დოვლათის შექმნის ინტერესი არ დაკარგოს, ის ამბობს, რომ ერთ-ერთი გამოსავალი ქვეყანაში საშუალო ფენის შექმნაა.

„პირველ რიგში ამ სფეროში უნდა გადაიხედოს დღგ-ს გადასახადის ნაწილი. ამასთან, სახელმწიფო სტრუქტურებში უფრო მეტი ადამიანი დასაქმდეს. პრაქტიკული განათლების სასწავლებლები უნდა შეიქმნას და ბიზნესს ფართო შესაძლებლობები უნდა მიეცეს, რომ ქარხნები შეიქმნას, რადგან ფაქტობრივად ქვეყანაში არაფრის წარმოება არ გვაქვს. ასევე, თუ არ შევქმენით საშუალო ფენა, ქვეყნის ეკონომიკას არასოდეს არაფერი ეშველება, რადგან ქვეყნის ეკონომიკას საშუალო ფენა ქმნის“, - ამბობს ის.

ინფორმაციისთვის, რამდენიმე დღის წინ ბიზნესმა დღგ-ის 100 000-ლარიანი ზღვრის გაზრდა მოითხოვა. ლარის გაცვლითი კურსისა და ინფლაციის გათვალისწინებით, ბიზნესი თვლის, რომ დღგ-ის 100 000-ლარიანი ზღვარი მცირეა და ის მინიმუმ 0,5 მლნ ლარამდე უნდა გაიზარდოს. რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ დღგ-სთან დაკავშირებით პოლიტიკის ცვლილება კერძო სექტორს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს, რაც სახელმწიფოსთვის გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო მოგებიანია, ვიდრე ამ პირობებში ბიზნესის დატოვება. დღგ-ის ზღვრის გაზრდასთან ერთად ბიზნესი თვლის, რომ გადასახედია დღგ-ის 18%-იანი განაკვეთიც.

🔵ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„პირველად რომ ლევან ჩოხელთან ერთად ვიფრინე, ზამთარი იყო... მეორე დღეა ჩემს სიუჟეტებს ვეძებ, ვუყურებ, ვატრიალებ ამ კადრებს და გული მეგლიჯება“ - მარიკა ბაკურაძის ემოციური პოსტი

🔵🎥 „ვინც ჩემი შვილის დასახმარებლად მივიდა და მის გამო დაიღუპა, მათ ოჯახებს მუხლმოდრკილი ვევედრები, მაპატიეთ“ - გუდაურში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს გადარჩენილი პარაპლანისტის დედა

🔵„ვერტმფრენი „ბაბუ“ ხვალ ისევ ცაში აფრინდება...“ - ემოციური პოსტი ზაზა ლორიაზე

წყარო: bm.ge