მაისი მართლაც გამორჩეული თვეა, ის არა მხოლოდ გაზაფხულის პიკია, არამედ ისტორიულად და სიმბოლურად ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პერიოდი.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს მაისი ყვავილობასთან და რომანტიკასთან ასოცირდება, ძველად არსებობდა ცრურწმენა: „მაისში დაქორწინება უიღბლობის მომტანია“ - ეს რწმენა რომაული დღესასწაულიდან, „ლემურიიდან“ მოდიოდა, რომელიც მაისში იმართებოდა მიცვალებულთა სულების დასამშვიდებლად. ამ პერიოდში ქორწილები და მხიარულება აკრძალული იყო...
შეიძლება თუ არა მაისში ქორწილი? - როგორ შევარჩიოთ მნიშვნელოვანი დღის თარიღი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - აღნიშნულ თემაზე „დღის პოსტში“ ნუმეროლოგმა ნინა სუსლოვამ ისაუბრა:
„ეს თარიღი ჩვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ყველა ქმედებას თავისი მნიშვნელობა აქვს, შესაბამისად, ახალი ათვლის წერტილი დიდ როლს თამაშობს თუ როგორი იქნება გაგრძელება.
არის ზოგადი დადებითი და უარყოფითი დღეები, თუ არ ემთხვევა დაბნელების დერეფანს და ა.შ.
მაისში ქორწინება შეიძლება, ოღონდ პირველ ნახევარში. მნიშვნელოვანია ზოდიაქოს რომელ ციკლში ვიმყოფებით, კუროს პერიოდი არის იდეალური დრო ქორწინებისთვის.
ტყუპების პერიოდი დიდად სასურველი არ არის ქორწინებისთვის, მაგრამ კირჩხიბში კარგი პერიოდია. ივლისი არის ძალიან კარგი. სასწორის პერიოდიც კარგია ქორწინებისთვის.
სასურველი არ არის ქორწინება ვერძის, ტყუპების პერიოდში.
რაც შეეხება რიცხვებს, არის ზოგადი რიცხვები. თითოეულ რიცხვს აქვს თავისი ენერგია, რაც მოქმედებს.
ქორწინების თარიღები: 3, 6, 21, 24, 15 - იდეალური დღეებია ქორწინებისთვის. აისახება პოზიტიურად და დადებითად. ეს თარიღები ასოცირდება სიყვარულთან, ბედნიერებასთან და ემოციასთან.
პარასკევი და კვირა - ესეც დადებით შედეგს მოიტანს.
თარიღები, როცა არ არის სასურველი ქორწინება: 10, 13, 16, 20, 30. შესაძლოა, ეს რიცხვები ციკლური ხასიათის მატარებელი იყოს. შეიძლება ყველაფერი კარგად იყოს და უცებ აირიოს“, - ამბობს ნინა სუსლოვა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ძალიან კარგი ადამიანის დაბადების დღეა... გილოცავ“ - ანკა ვასაძე 35 წლის გახდა
⭕„შეუძლებელია ადამიანს ღმერთი უნდოდეს და შეუძლებელია ღმერთმა ადამიანი მიატოვოს“ - თეოდორე გიგნაძე