მსახიობ ანკა ვასაძეს საზოგადოება როგორც თეატრის სცენიდან, ისე ტელეეკრანებიდან კარგად იცნობს. მან აუდიტორიას თავი პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებიდანაც“ შეაყვარა, სადაც მეწყვილესთან, ოთო ფოლადაშვილთან ერთად წარმატებით გამოდიოდა.
იგი 35 წლის გახდა და დაბადების დღე სოციალურ ქსელში ბევრ ადამიანმა მიულოცა:
„დღეს ძალიან კარგი ადამიანის და მსახიობის, ანკა ვასაძის დაბადების დღეა“.
„გილოცავ! კიდევ ბევრი როლი და უამრავი წარმატება თქვენ“.
„ჩემი ვარსკვლავის დაბადების დღეა, ანკას გაუმარჯოს“, - წერენ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ანკა ვასაძე დაქორწინებულია, მას და მის მეუღლეს ორი შვილი ჰყავთ. ანკა ოჯახურ კადრებს სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს, თუმცა მეუღლესთან ერთად იშვიათად ჩნდება.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„შეუძლებელია ადამიანს ღმერთი უნდოდეს და შეუძლებელია ღმერთმა ადამიანი მიატოვოს“ - თეოდორე გიგნაძე