Digest Logo

🎥 შეიძლება თუ არა ცხიმიანი საკვების რაციონიდან სრულად ამოღება? - ენდოკრინოლოგის რჩევები

1716447333
ენდოკრინოლოგი ნინო ლომთაძე

რამდენად შეიძლება ცხიმიანი საკვების რაციონიდან სრულად ამოღება? ვისთვის არის აკრძალული ცხიმების მიღება და როგორ დავაჩქაროთ მეტაბოლიზმი? - აღნიშნულ საკითხებზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ენდოკრინოლოგ ნინო ლომთაძემ ისაუბრა.

„ძილის რეჟიმის მოწესრიგება ორგანიზმში მეტაბოლიზმის პროცესს აჩქარებს. რჩევები, როგორიცაა სითხით დატვირთვა, ფიზიკური აქტივობა, ბალანსირებული კვება საზოგადოებამ კარგად იცის.

პირველი რაც უნდა გავითვალისწინოთ, იმისთვის, რომ ჩვენს მეტაბოლიზმთან დავმეგობრდეთ და უკეთ გავიცნოთ, ეს არის გენეტიკა. ყველა ადამიანს აქვს კოდი, რომელიც არც ერთ ადამიანში აღარ მეორდება, ამიტომ ამის ცოდნა აუცილებელია.

არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ძალიან ბევრს ჭამს, მაგრამ არ იმატებს. არსებობენ მეტაბოლიზმისკენ მიდრეკილი ადამიანები, რომლებიც მარტივად იმატებენ. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი აუცილებლად იქნებიან ჭარბწონიანები.

ხილისა და ბოსტნეულის მიღება საკვების მონელების პროცესს აჩქარებს.

კვებაში ცხიმის სრულად ამოღება მეტაბოლიზმის პროცესს აფერხებს“, - ამბობს ნინო ლომთაძე.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 ყველაფერი, რაც დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად დაგეგმილ ღონისძიებებზე უნდა იცოდეთ!

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი სერგო გორნაკაშვილი დაიღუპა

სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 2 პირის მიმართ დევნა დაიწყო