Digest Logo

„შემდგარი, წარმატებული ადამიანები მიდიან, კატასტროფული რიცხვები გვაქვს - სამოთხე გვაქვს და სამოთხიდან გაქცევა როგორ შეიძლება ადამიანს უნდოდეს?!“ - დათო ტურაშვილი

1658125788
მწერალი დავით ტურაშვილი

მწერალი დათო ტურაშვილი საქართველოში დღეს არსებულ მძიმე ვითარებასა და ქვეყნიდან წასვლის მსურველთა გაზრდილ რაოდენობაზე კატასტროფულს უწოდებს.

„ჩვენთან უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობა, იმ მხრივ, რომ უცხოეთში არა მხოლოდ ისინი მიდიან, ვისაც აქ სამსახური არ აქვს, ან უკიდურესად გაჭირვებაშია და სოციალურად ისეთი პრობლემები აქვს, რომ ყოფა აიძულებს დატოვოს ჩვენი ქვეყანა, შემდგარი, წარმატებული, სამსახურიან-ხელფასიანი ადამიანები მიდიან ძალიან ბევრნი, ასეთი მანამდე ჩვენთან არასოდეს ხდებოდა. ყველაზე რთულ ვითარებაში აღმოვჩნდით, როცა ადამიანებს ხელფასიც და სამსახურიც აქვთ, წარმატებულებიც არიან, მაგრამ არის კიდევ რაღაც, რაც მათ უბიძგებთ ეს ქვეყანა დატოვონ.

ერთის მხრივ საამაყოა, რომ ჩვენ არ ვართ უბრალოდ ინსტინქტებით მცხოვრები არსებები, საკვები თუ გვექნება ვიქნებით აქ, ერთის მხრივ მეამაყება, რომ აღარ ვართ პრიმიტიული, მარტივი მოქალაქეები, რომ მხოლოდ სოციალური პრობლემა განსაზღვრავდეს ჩვენს ცხოვრებას. მეორეს მხრივ, ჩვენსავით მცირერიცხოვანი და პატარა ქვეყნისთვის,  ეს არის ტრაგედია – წარმატებული, შემდგარი, გამარჯვებული ადამიანები მიდიან ამ ქვეყნიდან. ეს არის ერთეული შემთხვევები, ეს არის ძალიან ბევრი, სამწუხაროდ. არ ვიცი რა მომავალი ექნება ამ ქვეყანას საქართველოს მოქალაქეების გარეშე. მე არანაირი ფობიები არ მაქვს, შოთა რუსთველის ქვეყნელმა ვინმე სხვისადმი სხვა დამოკიდებულება მქონდეს, ყველაზე მთავარი პერსონაჟი ჩემი ლიტერატურის ერთი არაბია, მეორე ინდოელი. პირიქით, რომ ბრაზობენ, არის ქუჩები, მართლაც გაივლი და ქართული არ ისმის არც ერთი კაფედან. ვინც ჩხუბობს და ბრაზობს, არაბებმა დაიკავეს, ის კაფეები, რაც აქვთ, იმის მეპატრონე ყველა ქართველია. იმ ქართველს ეზარება დილით ადრე ადგომა, ურჩევნია მიაქირაოს და მოჭრილი მიიღოს. შენ რომ შენ მიწაზე შრომა გეზარება, სხვა მოდის და ეპატრონება.

მარტო ბოლო პერიოდში, კატასტროფული რიცხვი გვაქვს, ასეთი რამ არ მომხდარა, ჰკითხეთ ჩვენი შვილების თაობას,  რაზე ფიქრობენ, ყველა ფიქრობს, რომ როგორმე გააღწიონ აქედან, რა ქვეყანა გაქვს, სამოთხე გვაქვს და როგორ შეიძლება სამოთხიდან გაქცევა როგორ შეიძლება ადამიანს უნდოდეს, ამაზე ხომ უნდა დავფიქრდეთ”, – ამბობს ტურაშვილი “ფორმულას” ეთერში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„მეც მეგონა რომ ევროპა, ჩოხას და ჩუქურთმას წაგვართმევდა“ - დათო ლიკლიკაძე იუმორით ჰყვება, რა სიკეთე მოაქვს ევროკავშირის წევრობას

🔵„მოერიდეთ ფარულად მოქმედებას, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გაცხადდება“ - მიხეილ ცაგარელი

🔵„ხომ მიწამებთ ოჯახის წევრებს და ხომ შეიწირეთ მათი ჯანმრთელობა, მაგრამ ჩემი 10 წლის პეტრეს თმის გაჭაღარავებას უკვე აღარ გაპატიებთ“ - სოსო გოგაშვილი

წყარო: fortuna.ge