ყველასათვის ცნობილი და საყვარელი მსახიობი ქეთი კანტიძე გადაცემის „ნიკოლოზის კითხვები“ სტუმარი იყო, სადაც მან პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.
მსახიობმა დაასახელა მიზეზი, რის გამოც ოჯახის შექმნაზე უარი რამდენიმეჯერ თქვა.
„კარიერაში ყველაფერი კარგად აეწყო, ერთადერთი ვფიქრობ ხოლმე, რომ ეს ყველაფერი ცოტა იქით რომ ყოფილიყო ახალგაზრდობისკენ, კარგი იქნებოდა.
ახლა ცოტა დამძიმებულად ვარ, მაშინ მსუბუქად ვიყავი.
შემეძლო ოჯახი შემექმნა და შვილები მყოლოდა. მოხდა ისე, რომ უარი ვთქვი კარიერის გამო.
ვფიქრობ, მაშინ რომ ოჯახი შემექმნა, ეს ყველაფერი არ იქნებოდა. იმდენად არასერიოზული პიროვნება ვარ, სიყვარულიც ყოველთვის არასერიოზული მქონდა. ყველაფერზე ვიცინოდი და მქონდა ირონია.
ყველას ეგონა არასერიოზულად ვსაუბრობდი, არადა ამ დროს სერიოზულად ვამბობდი. სიყვარულის ახსნით თავი არავის მოუკლია“, - ამბობს ქეთი კანტიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ნუკი კოშკელიშვილი შვილთან ერთად ბათუმში ისვენებს - რა ფოტოებს აქვეყნებს მოდელი
⭕„მოტივატორი ხართ 40+ ქალებისთვის“ - ნანუკა ჟორჟოლიანის ახალმა ფოტოებმა საზოგადოება აალაპარაკა