
„გარდენია შევარდნაძის“ დამფუძნებელი და ცნობილი ფლორისტი ზურა შევარდნაძე საკუთარ გამომწერებს, სოციალურ ქსელში ხშირად უზიარებს სიახლეებს.
ამჯერად იგი სტატუსს აქვეყნებს და საზოგადოებას მიმართავს:
„მოდით ასე გავაკეთოთ, თქვენ დათესეთ, გამოიყვანეთ ჩითილი, დარგით, მიეცით ჭიგო, თოხნეთ, რწყით, ასხურეთ, ააკარით, ფურჩქნეთ, მოიწიეთ მოსავალი აიღეთ თესლი და მე ვიყიდი იაფად თქვენგან, საჩუქრადაც მივიღებ თუ დაარიგებთ.
ან შემეშვით და მაცალეთ ისე გავყიდო ჩემი ნაშრომი როგორც მე ჩავთვლი.
ხარისგულას თესლს ვყიდი 10 ცალს 5 ლარად. ჩითილი იქნება აპრილში და ეღირება 1 ცალი 1ლარი. ერთ მსრველზე მხოლოდ 10 ც გაიყიდება, რომ ბევრს შეხვდეს და გამრავლდეს ეს ჯიში.
5 ლარად ნაყიდი თესლით და ჩითილით ნუ გააშენებთ პლანტაციებს, დარგით, ჯიში გაიჩინეთ და საუკეთესო ნაყოფებიდან თავად აიღეთ თესლი მომავალი წლისთვის.
ვაააააჰ..“, - წერს ზურა შევარდნაძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მეორე დღე მონაკოში...“ - მერაბ დვალიშვილი სახალისო ვიდეოს აქვეყნებს