Digest Logo

🎥 „შემოაგდეს ერთი მასხარა ნოტარიუსი ევროპიდან [აინშტაინი], ეგეც იმიტომ, რომ ებრაელი იყო და გააფუჭეს მთელი ფიზიკა... წრფივი დროის თეორია არის იდიოტიზმი“ - მალხაზ გველუკაშვილის ინტერვიუ

1763148225
მალხაზ გველუკაშვილი

მეტაფიზიკოსი, ოკულტისტი და ესოტერიკოსი მალხაზ გველუკაშვილი, რომელიც ხშირად გამოდის ტელე და ონლაინ გადაცემებში, ყოველთვის საუბრობს მეტაფიზიკაზე, ალტერნატიულ ცოდნაზე, ისტორიასა და ადამიანური ყოფის მისტიკურ მხარეებზე.

გველუკაშვილი ხშირად აკეთებს პროგნოზებსა და განმარტებებს საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ პროცესებზე, რაც მედიაში ინტერესსა და დისკუსიას იწვევს.

მისი საჯარო იმიჯი მჭიდროდ არის დაკავშირებული ეზოტერიკულ და ოკულტურ თემებთან.

იგი ამჯერად პოდკასტის „Shen • შენ“ სტუმარი იყო, სადაც მეტაფიზიკაზე, მეხუთე განზომილებასა და საიდუმლო სახარებებზე ისაუბრა:

„მეტაფიზიკა 16-ე საუკუნემდე იყო ყოფიერების, ანუ სწავლობდა რეალობას. ამის შემდეგ წამოვიდა ცნობიერების მეტაფიზიკა. მეტაფიზიკას 3 მთავარი კითხვა ჰქონდა, თუ ამაზე პასუხს არ სცემ, შენ აზრზე არ ხარ რა არის მეტაფიზიკა. 

ეს სამი კითხვაა: საიდან მოვდივარ (კოსმოგონია), სად ვარ (კოსმოლოგია) და საით მივდივარ (ფუტუროლოგია). თუ ამას არ პასუხობს არის ფილოსოფია, ლაყაფი. 

მეტაფიზიკამ თავისი საფუძვლები განავითარა გნოსტიკურ პერიოდში. გნოსტიკოსობა ჩვენ გვგონია, რომ ქრისტეს მოსვლის შემდეგ დაიწყო, არადა მანამდე 2 საუკუნით ადრე იყო შექმნილი. გნოსტიკურია დაოიზმი, მანდეიზმი, მითრაიზმი და ა.შ. უკვე აღარ არის კნოსტიკური რელიგია. წესით ქრისტიანობას არაფერი კავშირი აქვს იუდეურ რელიგიასთან, ძალით არის მიბმული და ეს 320 წელს მოხდა. პირველი კრების დროს ბევრი წავიდა და ყველა მოკლეს, ბიზანტიაში. ძველ აღქმასა და ახალს შორის ისეთივე კავშირია, როგორც მე და მაპუტუს ტომის ბელადს შორის. 

ყველაზე ძველი სახარება არის იოანეს, 150 წელს დაწერილი. ამას იოანე ვერ დაწერდა ძალიან რომ მონდომებოდა, რადგან ცოცხალი არ იქნებოდა. შემდეგი სახარება დაახლოებით მესამე საუკუნეშია დაწერილი, 250 წელს და ბევრი რამე შეცვლილი, ჩამატებულია. ფილიპე ერთ-ერთი მოწაფე იყო, რომელიც ესწრებოდა და იცოდა სინამდვილეში. 

ბუდიზმი რელიგია არ არის. რასაც სინამდვილეში რელიგია ჰქვია არის: იუდაიზმი, ქრისტიანობა (ახლანდელი), მუსულმანობა, ინდუიზმი.

ქრისტე ძალიან დიდი იყო თავისი არსით, უფრო დიდი ამ კაცობრიობას არ ჰყოლია. 

არსებობს ასეთი თეორია, ძველი მეტაფიზიკური, რასაც რეინტეგრაციის თეორია ჰქვია. 

ბგერის ვიბრაციის ფიზიკა აიკრძალა და შემდეგ შემოაგდეს ერთი მასხარა, ნოტარიუსი ევროპიდან, იმიტომ, რომ ებრაელი იყო - აინშტაინი და გააფუჭეს მთელი ფიზიკა. ტესლა ჩემთვის იყო ავტორიტეტი, აინშტაინი არა! მისი წრფივი დროის თეორია არის იდიოტიზმი, თუნდაც ფარდობითობის თეორია. დრო რიტმია, მეტი არაფერი. დანარჩენი ყველაფერი ვიბრაციაა. 

ფილიპე ამბობს, ამბობენ ღვთისმშობელთან სულიწმინდა შევიდაო და ისე გაჩნდა ქრისტეო. კაი, რა სისულელეაო. ქალი ქალთან ვერ შევიდოდა კონტაქტშიო. პისტი სოფიას მომენტია. ეს ფანტასტიკური ნაწარმოებია. 

ჩვენ ყველაფერს ეშმაკს და ღმერთს ვაბრალებთ. სამყარო ასეა მოწყობილი თუ კარგს თხოულობდი კარგს იღებდი, თუ ცუდს, ცუდს იღებდი. ამას ამბობს ლაო-ძიც. 

ბნელი ეპოქა იწყება ჩვენი წელთაღრიცხვით 3 102 წელს, 18 თებერვალს. 

ის, რასაც ჩვენ ბიოველს ვეძახით სინამდვილეში ელექტრომაგნიტური ველია. ეს არის ადამიანშიც და ყველგან“, - ამბობს  მალხაზ გველუკაშვილი.

ვრცლად, იხილეთ ვიდეო👇

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ერთი ადამიანის პირში მეტი ბაქტერია ცხოვრობს, ვიდრე ადამიანი დედამიწაზე... წარბების მთავარი ფუნქციაა თვალები დაიცვან შუბლიდან მომდინარე ოფლისგან“ - ლევან შელეგია

„არ გირჩევთ ამ პერიოდში საქმის ვალით დაწყებას...“ - როდის დგება წლის განმავლობაში ყველაზე იღბლიანი და უიღბლო პერიოდები

„შეყვარებულები არიან და ერთად ცხოვრობენო რომ გავიგე, მეგონა ქვეყანა დაიქცა... ახლა ეს უფრო სწორი მგონია“ - რას წერს ზურა შევარდნაძე