შემოდგომა სილამაზის, სიახლის, ახალი ფერების, მაკიაჟის განახლების საუკეთესო დროა. რა არის ამ სეზონის მთავარი ტენდენცია, ანტი ტრენდი, როგორ შევარჩიოთ სწორად ტონალური კრემი, ბლაში, ბრონზერი, ქონსილერი ჩვენი კანის ტიპის და ტიპის მიხედვით, როგორ გავიკეთოთ მაკიაჟი ისე რომ ბუნებრივად ახალგაზრდულად და ეფექტურად გამოიყურებოდეთ - ამ და სხვა საინტერესო რჩევები მაყურებელს გადაცემაში „დღის პოსტი“ ვიზაჟისტმა დეი ხუჯაძემ გაუზიარა:
„2026 წლის ტრენდის მიხედვით, ზეთისხილის ფერი, მდგოგვის ფერი, ღრმა და თბილი ფერები არის მოდაში.
შემოდგომის მთავარი ფერი არის ბორდოსფერი, ღვინისფერი, ყავისფერი, ოქროსფერი.
ფერთა თეორიის მიხედვით ფერები ორ ნაწილად იყოფა: ცივი და თბილი.
ქერა, ღია ფერის კანის ქალისთვის ცივი ფერები ბევრად უფრო მისაღები და ეფექტურია.
შავგვრემანი ქალისთვის ვიყენებთ თბილ ფერთა გამას, მაგალითად, ყავისფერი, ოქროსფერი, ატმისფერი“, - ამბობს დეი ჯმუხაძე.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო👇
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მშვენიერი და ნიჭიერი გოგო“ - ნინი შერმადინის საშემოდგომო ლუქი