Digest Logo

„შენს გზაზე იარე დე! არ მ******ს ტვინი მართლა და მართლა ??!!“ - რას წერს მარიამ გულედანის დედა ნინი ბუკია?

1707293607
ნინი ბუკია

მარიამ გულედანის დედა ნინი ბუკია, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მარიამის სატელევიზიო ეთერში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რის გამოც მისი შვილი საზოგადოების მხრიდან, კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.

„მამიკოს ყველა სიტყვას ხელს ვაწერ!

ტაპი ზაქარიაძის ეშხით აგერ ახლა, იანვარში წავიკითხე ვეფხისტყაოსანი მე პირადად.

გადავირიე გავგიჟდი მარტო ტარიელზე მეფიქრება, მარა აქამდე მართლა ვერ წავიკითხე.

ვერ გავიგე.

დამამძიმა.

არ მესმოდა და აბა სიყვარული ვის უნდა გაეჩინა ან როგორ ?

მეტი კითხვა დაუსვი შენ თავს და სხვასაც და ყოველთვის თქვი ის რასაც ფიქრობ
არ არის მარტივი ეგ, მაგრამ

"ჩვენ" რომ ვერ შევძელით, ანგარიში რომ გავუწიეთ და ტონს დავუწიეთ, იმიტომ ვართ იქ, სადაც ვართ
მოკლედ, შენ გზაზე იარე დე !

და მამაშენი და მე, სულ იქვე ვართ. ხან ყვავილით, ხან დუბინკით და ვაბშე ყველაფრით შენ თუ გინდა  
არ მ******ს ტვინი მართლა და მართლა ??!!- წერს ნინი ბუ­კია.

შეგახსენებთ, რომ მარიამ გულედანის სატელევიზიო ეთერში გაკეთებულ განცხადებას - „მომეწონა „აბო“ და „შუშანიკი“, მაგრამ „გრიგოლ ხანძთელის“ წაკითხვაზე რა დროც დავკარგე მინდა, რომ ვინმემ დამიბრუნოს“, - საზოგადოების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:  

🎥 „სასწაულები ნამდვილად ხდება და კეთილშობილი ადამიანები ნამდვილად არსებობენ!“ - რა კადრებს აქვეყნებს ნანიკო ხაზარაძე

🎥 „ის არის ის, ვისაც ყოველდღე ბედნიერება მოაქვს“ - რა კადრებს აქვეყნებს ლელა მებურიშვილი

⭕„გრიგოლ ხანძთელის“ მხატვრული ღირებულება ჩემთვის არის ნულის ტოლი“ - მარიამ გულედანი