ვილიარეალის თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ ფრანგულ პრესასთან საუბარში ლიონის ოლიმპიკში გატარებული პერიოდი გაიხსენა. ინტერვიუს არ ჩაუვლია რაიან შერკის ხსენების გარეშე, რომელიც მიმდინარე სეზონში მანჩესტერ სიტის შემადგენლობაში ბრწყინავს. ქართველმა ფორვარდმა ფრანგი ფლეიმეიქერი ლამინ იამალზე წინაც კი დააყენა.
„შერკი ერთ-ერთი საუკეთესოა და იამალზე წინაც არის. ის ორივე ფეხს თანაბრად კარგად იყენებს და უფრო მრავალფეროვანი ფეხბურთელიც არის. ლამინს ეს არ შეუძლია, მიუხედავად იმისა, რომ მარჯვენა ფეხსაც იყენებს. რაიანი იტანს გოლებს, ქმნის მომენტებს, ის სრულყოფილი მოთამაშეა“, - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.
შეგახსენებთ, რომ ფრანგი ნახევარმცველი და „სუბმარინას“ ცხრიანი „ლომების“ რიგებში ერთობლივად გასულ სეზონში თამაშობდნენ. „ქალაქელთა“ ამჟამინდელი მე-10 ნომრის ასისტებით 25 წლის ფორვარდმა 7 ბურთი შეაგდო.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „თქვა უგუნურმა გულსა შინაა თვისაა — არ არისო ღმერთი“ - რას ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
⭕ემოციური ნაგავსაყრელი: უხილავი ტვირთი, რომელიც შიგნიდან გვანადგურებს - რას წერს რამაზ გიგაური
წყარო: lagazzetta.ge