Digest Logo

„შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების დაზიანება“ - როგორი ამინდი იქნება მომდევნო დღეების განმავლობაში

1673242416
თოვლი, ყინვა, ციტრუსი

9-12 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი თოვა – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, 10-12 იანვარს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძალიან ძლიერი ქარი (32-34 მ/წმ). საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია ნისლი, ქარბუქი, ხილვადობის გაუარესება, ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე მოყინულობა.

„10-11 იანვარს ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურის -3, -5 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების (განსაკუთრებით ლიმონის) დაზიანება, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი ტემპერატურის -8, -10 გრადუსამდე დაწევამ თოვლის საფარის გარეშე დარჩენილი საშემოდგომო ნათესების დაზიანება გამოიწვიოს“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „რატომ უნდა ვიცხოვრო მარტო იმის შიშში, რომ ერთ დღეს მოვკვდები და სანამ სუნი მეზობლებამდე არ გავა, მანამდე ვერავინ მიპოვნის“ - სელენა ბუხაიძე

🔵„არანორმალური“ იყო, ფეხებზე დაიკიდა „რას იტყოდა ხალხი“... ქრისტემ ჩაიხუტოს ლიზა ქისტაურის სული...“ - ნიკო მიქაია

🔵„ნამდვილი ქალივით მოკვდა... იმედია, მდედრული პატივით დაკრძალავენ...“ - ანდრო სოლოღაშვილი ლიზა ქისტაურზე