Digest Logo

„შეწუხებულია ხალხი, სულ ასეთი ამბები ხდება, სულ ჩხუბია“ - ერთ-ერთი ადგილობრივი ფონიჭალაში მომხდარ დაპირისპირებაზე

1724510445
ფონიჭალაში მომხდარ დაპირისპირება

ფონიჭალაში მომხდარ დაჭრასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.

ადგილობრივების განცხადებით, ერთ-ერთი დაჭრილი 21 წლისაა და მას ყელის არეში აქვს დაზიანებები მიყენებული.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ბერი ნიკოლოზის მრევლი დაუპირისპირდა. დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მსგავსი შემთხვევები ხშირია.

„ყელი გამოუჭრიათ მამაკაცისთვისო, ასე ამბობენ, აქ სულ ასეთი ამბები ხდება, სულ ჩხუბია, შეწუხებულია ხალხი. მრევლი დაუპირისპირდა ერთმანეთსო, ამბობენ ფულს არიგებსო და მაგ დროს მრევლი ჩხუბობსო, შეწუხებულები ვართ“, - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

დაპირისპირების მიზეზი უცნობია.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.  ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან ცამეტ წლამდე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„პირველი არხის“ ჟურნალისტი გიორგი კობერიძე გარდაიცვალა - „უნდა მოგვეგო ეს ბრძოლა, მაგრამ წავაგეთ, ვერ მოვერიეთ“

„ნეტა ერთი წამით შემახედა როგორ ხარ და ერთი მომაფერა, შენ ხარ მთელი სამყარო“ - გია ბაღაშვილის ემოციური მილოცვა გარდაცვლილ დედას

🎥 „ჩემო“ - ლელა წურწუმია შვილის სახალისო კადრებს აქვეყნებს