კასპი-კავთისხევის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა. შემთხვევა, 14 ივლისს ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, მანქანა ხეს შეეჯახა, დაშავებულია კიდევ 1 ადამიანი.
გარდაცვლილი გოგონა თამო მოდრეკილიძეა.
„შეყვარებული 2 წლის წინ დაეღუპა, სულ მას მისტიროდა, მასთან მინდაო. ქვათახევის გზაზე მოხდა, ავარია, 6-7 ადამიანი იჯდა მანქანაში, ეგ უკანა სავარძელზე იჯდა, გოგოებთან. ამბობენ, რომ ავტომობილი ხეს შეეჯახა. კლინიკაში რომ მივედით უკვე გარდაცვლილი იყო. ყველა გადარჩა, მხოლოდ თამო დაიღუპა" - ამბობს გოგონას ახლობლები.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 15 ივლისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით