მსახიობი გია ფერაძე რუსეთში ცხოვრობს და საქმიანობს. მან მამის გზა გააგრძელა და თავადაც ხელოვნების სფეროშია დასაქმებული. რამდენიმე წლის წინ კი საქართველოში პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. აღნიშნავენ, რომ უმცროსი გია ფერაძე არამხოლოდ გარეგნობით, არამედ ხასიათითაც ძალიან ჰგავს მამას.
მსახიობი გადაცემის „ნოესთან“ სტუმარი იყო, სადაც მან მამაზე ისაუბრა:
„რამდენიმე ვერსია იყო, თავიდან წარმოვიდგენდი ხოლმე, რას ვეტყოდი და როგორ გავატარებდი დროს მის გვერდით, მაგალითად, ერთი დღე რომ მოეცათ ამისთვის, ეს იყო ერთი ფანტაზია.
როცა ამაზე ფსიქოლოგებთან დავიწყე მუშაობა, მივხვდი, გამიჩნდა შეგრძნებები, რომლებიც საერთოდ არ ემთხვეოდა ჩემს წარმოდგენებს.
ამ თემაში მინდოდა ჩაღრმავება და იქ, შიგნით გამოჩნდა მთელი ტკივილი და წყენა.
იქ იყო პატარა ბიჭი აგრესიით, ბრაზით და გულიდან ამოხეთქილი ყვირილით: „რატომ დამემართა ეს?“. ეს კიდევ ერთი მომენტია... ანუ, პირველია ოცნება მასთან ერთი დღის გატარება, მისი კანის სუნის შეგრძნება, მისი დანახვის და მისი დანახვის და მისი ხმის გაგონების სურვილი ცოცხლად.
მესამე მომენტია ის, რომ შესაძლოა ყველაფერი დამეტოვებინა ისე, როგორც იყო. მე არ ვისურვებდი მამასთან შეხვედრას იმიტომ, რომ მე მას სარკეში შევხვდი. შევხვდი მისი ახლობლების, მეგობრების, კოლეგების თვალებში“, - ამბობს გია ფერაძე.
ასევე დაგაინტერესებთ: