Digest Logo

🎥 „სახლში მამაჩემის ფოტოები ეკიდა, დედა არასდროს მატყუებდა, როდის დაბრუნდება უცნობიაო...“ - გია ფერაძე უმცროსი მამასთან პირველ „შეხვედრას“ იხსენებს

1776631418
გია ფერაძე

მსახიობი გია ფერაძე რუსეთში ცხოვრობს და საქმიანობს. მან მამის გზა გააგრძელა და თავადაც ხელოვნების სფეროშია დასაქმებული. რამდენიმე წლის წინ კი საქართველოში პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. აღნიშნავენ, რომ უმცროსი გია ფერაძე არამხოლოდ გარეგნობით, არამედ ხასიათითაც ძალიან ჰგავს მამას.

მსახიობი გადაცემის „ნოესთან“ სტუმარი იყო, სადაც მან პირად ცხოვრებაზე ემოციურად ისაუბრა:

„ის, რომ ჩემმა ბავშვობამ სიყვარულში ჩაიარა, ეს აბსოლუტურად ჭეშმარიტებაა. 

ვცხოვრობდით დიდ, ოთხ-ოთახიან ბინაში: მე, დედა, ბებია, ბაბუა, ბიძა და დეიდა.

სახლში მამაჩემის ფოტოები ეკიდა, დედა არასდროს მატყუებდა, ყოველთვის მეუბნებოდა იმას, რაც იყო. მეუბნებოდა: „როდის დაბრუნდება, უცნობიაო“. 

ვუყურებდი ფოტოებს, დედა მეძახდა: „მოდი, ჩქარა, მამაშენს აჩვენებენ“. მივრბოდი, ეკრანზე კი ფილმი გადიოდა, „ჩალის ქუდი“, სადაც იგი ეპიზოდურ როლში თამაშობდა.

აი, ასეთი იყო ჩემი პირველი „შეხვედრა“ მასთან“, - იხსენებს უმცროსი გია ფერაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „როგორია ქართული პულსი? ეს ნიშნავს საკუთარი მამა ნანახი არ გყავდეს, მაგრამ სხვა მამა არ გინდოდეს“ - გია ფერაძე

„ასეთი მკრეხელობა ჯერ არავის უთქვამს დედამიწაზე“ - როდის და რატომ შეუჩერეს მღვდელმსახურება ბერ ნიკოლოზს? აქამდე უცნობი ფაქტები ნარიმან მაქარაშვილის შესახებ

„უმძიმესი ჯვარი ჰქონდა მასაც და თავადაც დიდი სულის მატარებელი, მეომარი იყო...“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე ბერ ნიკოლოზზე