Digest Logo

🎥 „როგორია ქართული პულსი? ეს ნიშნავს საკუთარი მამა ნანახი არ გყავდეს, მაგრამ სხვა მამა არ გინდოდეს“ - გია ფერაძე უმცროსი

1776629779
გია ფერაძე

მსახიობი გია ფერაძე უმცროსი რუსეთში ცხოვრობს და საქმიანობს. მან მამის გზა გააგრძელა და თავადაც ხელოვნების სფეროშია დასაქმებული. რამდენიმე წლის წინ კი საქართველოში პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. აღნიშნავენ, რომ უმცროსი გია ფერაძე არამხოლოდ გარეგნობით, არამედ ხასიათითაც ძალიან ჰგავს მამას.

მსახიობი გადაცემის „ნოესთან“ სტუმარი იყო, სადაც მან პირად ცხოვრებაზე ემოციურად ისაუბრა:

„როგორია ქართული პულსი? ეს ნიშნავს საკუთარი მამა ნანახი არ გყავდეს, მაგრამ სხვა მამა არ გინდოდეს. იყო უფრო მეტად ქართველი და გამოავლინო თავი, როგორც ქართველმა მეტად, ვიდრე რუსმა და ამავე დროს იყო რუსი, იმიტომ, რომ 25 წელი რუსეთში ვცხოვრობდი, ეს ქვეყანა მზრდიდა.

იქცეოდე ლამაზად, სწორად, ზრუნავდე ყველაზე, სუფრაზე შეხვედრისას ან მუშაობის დროს. შინაგანად გრძნობდე, რომ ქართველი ხარ.

ეს პატარა გია სამი წლიდან იმეორებდა: „მე ქართველი ვარ“. დედაჩემს ეს ყველაფერი ბლოკნოტში აქვს ჩაწერილი.

ჩემთვის ეს ნიშნავს, ამაყად ვატარებდე ჩემს გვარს, ჩვენთან თეატრში არც ისე ბევრი კავკასიელია და ეს ჩვენი ცალკე ერთობაა“, - ამბობს გია ფერაძე უმცროსი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ასეთი მკრეხელობა ჯერ არავის უთქვამს დედამიწაზე“ - როდის და რატომ შეუჩერეს მღვდელმსახურება ბერ ნიკოლოზს? აქამდე უცნობი ფაქტები ნარიმან მაქარაშვილის შესახებ

„უმძიმესი ჯვარი ჰქონდა მასაც და თავადაც დიდი სულის მატარებელი, მეომარი იყო...“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე ბერ ნიკოლოზზე

„თუ როგორ საუბრობს ადამიანი სხვებზე, არის მისი შინაგანი სამყაროს, თვითშეფასებისა და ემოციური ინტელექტის პირდაპირი ანარეკლი“ - ფსიქოლოგი