Digest Logo

შინდისის ბრძოლიდან 17 წელი გავიდა

1754891832
შინდისის გმირები

შინდისის ბრძოლიდან 17 წელი გავიდა. 2008 წლის 11 აგვისტოს რუსებთან უთანასწორო ბრძოლაში 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. ისინი ოკუპანტებს წინააღმდეგობას საათზე მეტხანს უწევდნენ.

უკვდავია მათი სახელები: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.

„შინდისის გმირების“ ხსოვნას მემორიალთან დღეს დილიდან მიაგებენ პატივს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „კულტურა ყოველთვის გულისხმობს გაცნობიერებულ ცოდნას...“ - რას წერს გია მურღულია

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში🌧️

⭕ „მიხარია შენი ხილვა...“ - ნინა წკრიალაშვილი პიკანტურ კადრებს აქვეყნებს