
ფილოლოგი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და პერიოდულად შთამაგონებელ სტატუსებს აქვეყნებს, სადაც საზოგადოებას მის ცხოვრებაზე დაკვირვებას უზიარებს.
ამჯერად ფილოსოფოს კულტურის მნიშვნელობაზე ამაღლებულ ტექსტს აქვეყნებს. მისი თქმით, კულტურა სამ ძირითად კომპონენტს მოიცავს: ცოდნას, ზნეობას და გემოვნებას და ამ სამთაგან რომელიმე ერთი რომ აკლდეს, ეს უკვე კულტურის სრულფასოვნებას არღვევს.
„კულტურა ყოველთვის გულისხმობს გაცნობიერებულ ცოდნას, ზნეობასა და გემოვნებას - ამ სამთაგან ერთის ნაკლებობაც კი ცნებას ნაკლოვანს ხდის.
1. თუ არაფერი არ იცი, გაუნათლებელი ხარ და სხვებზე აგრესიული გავლენის სურვილით მაინც ცდილობ უაზროდ აქტიურ ცხოვრებას, საზოგადოებისთვის საშიში ხარ.
2. თუ უზნეო ხარ - სიკეთეს, სიყვარულს, ღირსებასა და მუდმივად ღირებულ სათნოებებს შენთან ახლოსაც არ ჩაუვლია, ანუ - საკუთარი მიზნის მისაღწევად არაფერზე უკან არ იხევ, ანგარიშსაც არაფერს უწევ, საზოგადოებისთვის საშიში ხარ.
3. თუ გემოვნება არ გაქვს, ღმერთისა თუ კაცის შექმნილ ჰარმონიას ვერც ხედავ და არც აფასებ, საზოგადოებისთვის ძალიან საშიში არ ხარ, მაგრამ წესიერ გარემოში ზედმეტად უხერხულად გამოიყურები.
კულტურას არ შეუძლია ზედმეტი იყოს - ის აძლევს კაცის სიცოცხლეს საზრისს და როგორც საზოგადოება, ისე პიროვნება (პიროვნება ის არის, ვინც პრინციპებით ცხოვრობს) მას ვერ უარყოფენ.
კულტურას ადამიანი ქმნის, კულტურა კი პიროვნებასაც ქმნის, საზოგადოებასაც და სახელმწიფოსაც.
ჩვენ ქრისტიანული კულტურა გვაქვს, რომლის საფუძველიც იესოს მიმდევარი კაცის განუმეორებელი მნიშვნელობაა.
უნდა ვიცნობდეთ მის ბუნებას - შინაგან სამყაროსა და ცხოვრების წესს.
უნდა ვხედავდეთ და გამოვხატავდეთ მისი სიცოცხლის ზნეობრივ საწყისს.
უნდა ვაცნობიერებდეთ ღმერთთან, სამყაროსთან და მოყვასთან მისი ურთიერთობის ჰარმონიას - ამაღლებულ მშვენიერებასა და სილამაზეს.
ეს არის ჩვენი კულტურა.
ეს არის საქართველო.
ეს არის ნამდვილი ქართველი.
ეს შენი სახეა - დღეს და ყოველთვის“, - წერს გია მურღულია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში🌧️
⭕ „მიხარია შენი ხილვა...“ - ნინა წკრიალაშვილი პიკანტურ კადრებს აქვეყნებს