Digest Logo

შიო III: ყველა ძალიან დაგვამწუხრა ინგუშეთში მომხდარმა ტრაგედიამ, პატარა ხიზირმა მეგობრის გადასარჩენად გაიღო სიცოცხლე და იქცა ნამდვილი ვაჟკაცობისა და გმირობის ნიმუშად

1782505922
შიო III პატრიარქი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III ინგუშეთში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

პატრიარქი ხასან და მადინა დერბიჩევებს, მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, რვა წლის ბიჭის ტრაგიკულად დაღუპვის გამო სამძიმარს უცხადებს.

„ყველა ძალიან დაგვამწუხრა ინგუშეთში მომხდარმა ტრაგედიამ. ხიზირის გარდაცვალებამ მთელი საქართველო შეძრა. პატარა ხიზირმა მეგობრის გადასარჩენად გაიღო სიცოცხლე და იქცა ნამდვილი ვაჟკაცობისა და გმირობის ნიმუშად. ამ საერთო ტკივილმა ჩვენი გულები გააერთიანა და მწუხარებასთან ერთად, კიდევ ერთხელ დაგვანახა, რა ძალა აქვს ადამიანთა თანადგომას და ერთობას.

მიიღეთ ჩვენი გულწრფელი სამძიმარი და თანაგრძნობა. გვჯერა, ხიზირის თავდადებული საქციელი და ნათელი ხსოვნა მრავალი ადამიანის გულში დარჩება მოყვასის სიყვარულისა და თავგანწირვის გამორჩეულ მაგალითად. უფალმა მოგმადლოთ ნუგეში, მხნეობა და სულიერი ძალა“, - აღნიშნულია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ივლისში ფინანსურად წარმატებული 4 ზოდიაქოს ნიშანი - გოგა მანია ასახელებს

⭕ მეუფე შიო: შემოქმედმა ღმერთმა, ნეტარი პავლე მოციქულის მეოხებით, დალოცოს თქვენი შრომა, მშვიდობა და სულიერი სიხარული მოჰფინოს ვერიის ღვთივდაცულ ეპარქიასა და ყოველ თქვენგანს

როგორ ავიხდინოთ სურვილები და რა რიტუალებია ამისთვის საჭირო კვირის დღეების მიხედვით