Digest Logo

🎥 „მიჩნდება განცდა, რომ დედები შვილებს საზოგადოებისთვის, ხალხის დასანახად აჩენენ... ბრიყვია ასეთი ადამიანი“ - ნინო ლეჟავა ჩვილის ფოტოს სოცქსელში განთავსებაზე

1745573276
ნინო ლეჟავა

ეზოტერიკოსი ნინო ლეჟავა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს და დედის მიერ ჩვილის ფოტოს გავრცელებაზე საუბრობს.

როგორც თავად ამბობს, ამ ქცევით ბავშვის ენერგეტიკული უსაფრთხოება ირღვევა, რაც ხშირად ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე,  თვალის აღებაზე და შფოთვაზე აისახება:

„ეს ვიდეო თოთო, ახალდაბადებული ბავშვების ფოტოსურათებს სოციალურ ქსელში და ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ეხება. 

ხანდახან გულწრფელად მიჩნდება განცდა, რომ დედები შვილებს საზოგადოებისთვის, ხალხის დასანახად აჩენენ. 

წარმოუდგენელია შენი შვილის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე უფრო მეტად ძვირფასი რამე იყოს. ფაქტობრივად, ბავშვს ართმევ უსაფრთხოების მდგომარეობას. ძველი ხალხი არ იყვნენ სულელები, მენტალურად ჩაკეტილები, რომლებიც მინიმუმ 40 დღე არ აჩენდნენ და ხელში არ აძლევდნენ თოთო ბავშვებს არავის. 

ბავშვი ახალი მოვლენილია სამყაროს და მისი სურათებით უკვე აჭრელებულია სოციალური ქსელი. პირდაპირ გეტყვით, ბრიყვია ასეთი ადამიანი. სოციალურ ქსელები არასდროს ყოფილა, არც ზრდასრულებისთვის და მით უმეტეს პატარებისთვის. 

მერე არის შეკითხვები - რატომ შფოთავს ბავშვი, რატომ არის ნევროზული, რატომ ტირის უმიზეზოდ, შეწყვიტა კვება, ეცა თვალი, იქნებ მიხვდეთ, რატომ ეცა თვალი და რა არის ამის პრობლემა?“, - ამბობს ნინო ლეჟავა.

ასევე დაგაინტერესებთ:

„როდესაც იცავ ასკეზას სექსში, აჩუმებ ცენტრების ჰიპერაქტიურ მუშაობას... იყიდეთ კრიალოსანი და ყოველი მარცვლის გადაწევისას გონებაში იმეორეთ სიტყვა - მიყვარხარ“ - სიყვარულის მედიტაცია ნიკოლოზ ნავინისგან

🎥 „ამ ფორმით ადამიანს უჩენ დანაშაულის განცდას“ - ზურაბ მხეიძე განმარტავს, როგორია მანიპულატორ ადამიანთან ურთიერთობა

„COVID-19 გადატანილი ბავშვები მრავალჯერადი ჯანმრთელობის რისკის ქვეშ იმყოფებიან“ - გიორგი ფხაკაძე შოკის მომგვრელ აღმოჩენაზე წერს