Digest Logo

შოთა არველაძე: ვფიქრობ, ხვიჩა სეზონის 10 საუკეთესო ფეხბურთელში უნდა მოხვდეს, მისი თამაში „პსჟ“-ს დიდ კოზირს აძლევს

1745587819
შოთა არველაძე:

საქართველოს პირველი არხის გადაცემის, „საფეხბურთო ტაიმაუტის“ სტუმარმა, შოთა არველაძემ ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ ნახევარფინალებზე ისაუბრა.

„ჩემპიონთა ლიგაზე „რეალს“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ბევრი სასწაული მოუხდენია, მაგრამ „არსენალთან“ პირველი მატჩის შემდეგ მადრიდელების შანსი საკმაოდ მცირე იყო. პირველი ტაიმი, მინიმუმ, 1:0 მაინც ხომ უნდა დამთავრებულიყო? თანაც, ინგლისელები კარგად იყვნენ მომზადებულნი.

ნახევარფინალში „პარი სენ-ჟერმენს“ „არსენალი“ შეხვდება, ძალიან ძლიერი გუნდი. პირადად, მე ბარსელონა - პსჟ-ს ფინალს ვისურვებდი, მაგრამ არც კატალონიელებს ექნებათ იოლი მატჩი „ინტერთან“, რომელსაც საკმაოდ კარგი შემადგენლობა ჰყავს, თან „ბარსა“ ბევრ გოლს უშვებს და ჩემი აზრით, ფორმის პიკშიც არაა.

მგონია, რომ კვარას პსჟ-ში „ამოუცნობი“ ფეხბურთელის როლი აქვს, რომლის თამაშის წაკითხვაც ძნელია. მცველებისთვის მის წინააღმდეგ თამაში არასასიამოვნოა. კვარას ყველა გოლი მარცხენა ფეხით აქვს გატანილი, რასაც ყველაზე ნაკლებად ელოდნენ. თამაშის დროს ისეთ პასებს აკეთებს, გსიამოვნებს, მისი თამაში კი პსჟ-ს დიდ კოზირს აძლევს.

ვფიქრობ, ხვიჩა სეზონის 10 საუკეთესო ფეხბურთელში უნდა მოხვდეს. ბოლო სამი წელია, მაღალ დონეზე თამაშობს, ევროპის ჩემპიონატი კარგად ჩაატარა, წინ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატია. ტექნიკურია, სწრაფია, კიდევ უფრო რომ დაბრძენდება, ჩემი აზრით, მაგარი 10 ნომერი გახდება“, – ამბობს შოთა არველაძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ვალუტის კურსი

⭕„თუ ატყობთ რომ გჭირდებათ ცვლილება, მაშინ იმოქმედეთ, ოღონდ გახსოვდეთ...“ - გიორგი ლობჯანიძე აპრილის ბოლო დღეებზე

🎥 „შვილი მკვდარი რომ გყავს გახსოვს? სუფთა ბო*ი... რა უნდა უთხრა, როცა ჩაძაღლდები და წახვალ იმ ქვეყნად“ - მაია ასათიანი სოცქსელში მიღებულ შეტყობინებაზე ატირდა