Digest Logo

შოთა არველაძე: ვფიქრობ, „პსჟ“ თავის ისტორიაში ყველაზე დიდ და დასამახსოვრებელ ნაბიჯს სწორედ კვარასთან ერთად გადადგამს, კვარა გილოცავ ამ წარმატებულ ნაბიჯს

1737450990
შოთა არველაძე

საქართველოს ნაკრების ლეგენდარული თავდამსხმელი და ვეტერანი ფეხბურთელი შოთა არველაძე ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“-ში ტრანსფერს გამოეხმაურა.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ფიქრობს, რომ „პსჟ“ თავის ისტორიაში ყველაზე დიდ და დასამახსოვრებელ ნაბიჯს სწორედ კვარასთან ერთად გადადგამს.

„ხვიჩას თამაშის სტილმა და ევროპაში მისმა გაბრწყინებამ, ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში გვამყოფა აღფრთოვანებაში და მიხარია, რომ ისეთ კლუბში ითამაშებს, სადაც მის სტილსა და უნარებს კიდევ უფრო დიდი გასაქანი ექნება.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ლუის ენრიკე თანამედროვეობის გამორჩეულად ძლიერი სპეციალისტია და მასთან, კვარა კიდევ უფრო სრულყოფილი მოთამაშე გახდება. ამ კლუბში ითამაშეს მესიმ, ნეიმარმა, ზლატანმა, რონალდინიომ და ბექჰემმ, ვფიქრობ, პსჟ თავის ისტორიაში ყველაზე დიდ და დასამახსოვრებელ ნაბიჯს სწორედ კვარასთან ერთად გადადგამს და დარწმუნებული ვარ ამას მალე ერთად ვნახავთ.

კვარა, გილოცავ ამ წარმატებულ ნაბიჯს. ვულოცავ შენს დიდ ოჯახს, და ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ ტრანსფერში. ველოდებით გაბრწყინებას!“ - წერს არველაძე. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„როგორი იღბლიანი ვარ“ - ილია თოფურია იუბილარია, როგორ ულოცავს მეუღლე მას დაბადების დღეს?

🎥 „დედას უფრო ჰგვანან თუ მამას?“ - ბერა ივანიშვილი ოჯახურ კადრებს აქვეყნებს

🎥 „სიკეთის ფასი არაფერია“ - გაიცანით 12 წლის ბიჭი, რომელმაც ტელეფონის შესაძენად შეგროვებული ფულით პანსიონატის მოხუცებს საჩუქრები უყიდა, მისმა ვიდეომ კი მთელი სოციალური ქსელი დაიპყრო