Digest Logo

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვანაში მეწყრული პროცესი განვითარდა

1766851792
სოფელ ჭვანა

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვანაში მეწყრული პროცესი განვითარდა.

ადგილობრივი გამოცემა „ბათუმელები“ წერს, რომ მოსალოდნელი საფრთხის გამო, სახლების დატოვების შესახებ 14 ოჯახი გააფრთხილეს. 

შუახევის მერის წარმომადგენელი გამოცემასთან ამბობს, რომ მეწყრის შესახებ ინფორმირებულია შუახევის მერია და სოფელში სპეციალისტებიც იმყოფებოდნენ. მეწყრული პროცესი 25 დეკემბერს განვითარდა.

შუახევში, ისევე როგორც აჭარის ბევრ მაღალმთიან სოფელში, დღეს, 27 დეკემბერს, თოვს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „გვაფრთხილებს: როცა შენ ყველას „უგებ“ — საკუთარ თავს ღალატობ...“ - რას წერს რამაზ გიგაური

⭕„კარგი დღეა გავლენიან ადამიანებთან სასაუბროდ...“ - 27 დეკემბრის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს 12-ვე ნიშნისთვის

⭕„შეიძლება იგრძნო იმედგაცრუება — ჩაშლილი შეთანხმებები, გაუჩინარებული მხარდაჭერა“ - 2026 წლის ჰოროსკოპი მაიმუნის წელში დაბადებულებისთვის