Digest Logo

შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

1790368166
ელექტოენერგია

ქსელში გადართვების გამო, 28 სექტემბერს შუქი გაითიშება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ ქუჩებს:

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი თხინვალას, სოფელი ლისის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ნუცუბიძის პლატოს III და IV მიკრორაიონების, ნუცუბიძის II მიკრორაიონის I კვარტლის, მხატვრების დასახლების, ტაბიძის, ვარაზის, დათუაშვილის, ოფრეთის, კაპანელის, ფერმწერთა, ნუცუბიძის, გაბუნიების, ბანძელაძის, ჭილაძის, ინტენსიფიკაციის, ხომლის, ჯაფარიძის, ზაალიშვილის, უცნობის, ქანთარიას და ასათიანის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), მტკვრის მარცხენა სანაპიროს, სანაპირო კოსმონავტების, ხოშარაულის, კერესელიძის, ელიავას, გოგოლაურის, ბარათაშვილის, დიდუბის და აგლაძის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „მატულობს ტრავმულობის და ინტოქსიკაციის რისკი...“ - სავსემთვარეობა ვერძის ზოდიაქოს ნიშანში: ქეთი ოდიშელის ასტროლოგიური პროგნოზი

⭕ ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

⭕ ავოკადოს სამკურნალო თვისებები - „დიდი ულუფა ზოგიერთ ადამიანს კუჭის დისკომფორტს ან სიმძიმეს აძლევს“

✕