Digest Logo

შუქი გაითიშება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი

1769458082
შუქი თელასი

კომპანია „თელასის“ ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 27 და 28 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება საბურთალოს რაიონში.

„27 იანვარს, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და მირიან მეფის ქუჩის მოსახლეობას.

ქსელში გადართვების გამო, 28 იანვარს, 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I, II, III კვარტლების (ნაწილობრივ), შალვა ნუცუბიძის, პაბლო პიკასოს, რამაზ ჩხიკვაძის, ირაკლი გამრეკელის, მამია გურიელის, დუდუ დადიანის, დავით გამრეკელის, ძოწენიძის, ზურაბ მუზაშვილის და პაატა დათუაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

⭕აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„რატომ ვერ ავსებს შინაგან სიცარიელეს ვერაფერი გარედან? „მშიერი მოჩვენების“ სინდრომი...“ - რას წერს რამაზ გიგაური

🎥 „ყველაზე მაგარი გრძნობა“ - სოსო ნებიერიძის ახალი ვიდეო სვანეთიდან

⭕„ენერგეტიკული ვამპირები: როგორ ამოვიცნოთ და დავიბრუნოთ საკუთარი ძალა?