14 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
„ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II, III მიკრორაიონების, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, სესილია თაყაიშვილის, მაისურაძის, ხომლელის, ილია სუხიშვილის, დამპალოს, თრიალეთის, ნიკოლოზ ლანდიას და მიხეილ გახოკიძის ქუჩების მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კონსტიტუციის, გოგი დოლიძის, მოსაშვილის, ჩუბინაშვილის, ფიროსმანის, გია ყანჩელის, ფოცხვერაშვილის, კლდიაშვილის, გოგოლის, ნინოშვილის და ჩიტაის ქუჩების მოსახლეობას“,- ნათქვამია განცხადებაში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 14 ივლისის ახალმთვარეობა: ჰეკატეს სიმბოლიზმი და ახალი ციკლის დასაწყისი ქეთი ოდიშელის ასტროპროგნოზი
⭕ „საოცარი ქალი ხარ“ - რუსა ჩაჩუას ორიგინალური ლუქი და გამომწერების კომპლიმენტები
⭕ 14 ივლისი - ახალი მთვარე კირჩხიბში: ემოციური განახლება და საკუთარ ჭეშმარიტ არსთან დაბრუნება