Digest Logo

„სიხარულისგან გადარეულები ვართ, საოცარი გოგოა ჩემი თათია, თბილი, კეთილი, დაფოფინებს კესანეს“ - ნოდიკო ტატიშვილის პირველი კომენტარი რჩეულზე

1762757130
ნოდიკო ტატიშვილი

ნოდიკო ტატიშვილი ყველასათვის საყვარელი მომღერალია, რომელიც საზოგადოებამ პროექტ „ჯეოსტარიდან“ გაიცნო და შეიყვარა.

იგი, 7 ნოემბერს პირველი შვილის მამა გახდა. ახალშობილს კესანე დაარქვეს. 

ნოდიკომ 2-წლიანი ურთიერთობა ისე დამალა, რომ ყვითელ პრესაში რომანის შესახებ არაფერი დაწერილა. 

მომღერალმა რჩეულის შესახებ გამოცემასთან „ზმნა“  პირველად ისაუბრა და თქვა, რომ სიხარულისგან გადარეულია:

„დავრწმუნდი, რომ ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. მე და თათია სიხარულისგან გადარეულები ვართ. ენით აღუწერელი წუთები გამოვიარეთ ორივემ, როცა ჩვენი კესანე დავინახეთ.

საოცარი გოგოა ჩემი თათია, თბილი, კეთილი, დაფოფინებს კესანეს.

ძალიან დიდხანს ვმალეთ ჩვენი ურთიერთობა და გამოგვივიდა კიდეც.

პრაქტიკულად ოჯახის წევრებმა და ძალიან ვიწრო წრემ იცოდა ჩვენი ამბავი და ვაფასებთ მათ ერთგულებას, რომ არ გათქვეს ჩვენი საიდუმლო.

თქვენი პორტალის საშუალებით, თითოეულ ადამიანს მინდა ვუთხრა დიდი მადლობა მოლოცვისთვის და ჩვენი ბედნიერების გაზიარებისთვის.

ჩემ კესანეს და ყველა ბავშვს ვუსურვებ ბედნიერ, გაბრწყინებულ, თავისუფალ, ევროპულ საქართველოში ცხოვრებას!“, - ამბობს ნოდიკო ტატიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„შენ გაგიმარჯოს ჩემო გადარეულო ბიჭო, წარმატებული და უფლისაგან დალოცვილი უნდა იყო“ - ნიკოლოზ ხარატი 15 წლის გახდა

„ჩემო მონატრებულო მეგობარო, ძალიან სევდიანია ეს დღე“ - ლევან ჩხაიძე (ჯაკო) 40 წლის გახდებოდა

ტრაგედია რამაზ ნოზაძის ოჯახში - ვეტერან სპორტსმენს მამა გარდაეცვალა

წყარო: www.zmna.ge