28 აგვისტო ბესო ზანგურისთვის განსაკუთრებული დღეა. მსახიობი ამ დღეს დაიბადა და წლევანდელ, 43-ე დაბადების დღეს განსაკუთრებულად შეხვდა. მიზეზს „თბილისელების“ ინტერვიუდან შეიტყობთ.
ბესო ზანგური: ჩემი დაბადების დღე მიყვარს, პირველ რიგში, იმიტომ, რომ დედაღვთისმშობლის მიძინების დღე არის. მადლობელი ვარ უფლის, რომ ბედად მერგო, ამ დღეს დავბადებულიყავი. მჯერა, რომ შემთხვევით არაფერი ხდება. ღვთისმშობლის მფარველობას ყოველთვის ვგრძნობ. უფალმა იმითაც მიმანიშნა მფარველობაზე, რომ ჩემი ყველა შვილი 28 რიცხვშია დაბადებული.
28 აგვისტო ჩემთვის ძალიან ბედნიერი დღეა. წელს ჩემს დაბადების დღეზე, 43 წლის ასაკში, ცხოვრებაში პირველად ვეზიარე. მამა შალვა კეკელიამ მაზიარა, რისთვისაც უფალს და მას მადლობას ვწირავ.
– რა ცვლილებები მოიტანა ასაკმა და გამოცდილებამ?
– სინანული და პატიება ვისწავლე, სამი წლის წინ ეს არ შემეძლო. აბსოლუტურად ყველას ვაპატიებ ყველაფერს ერთი ადამიანის გარდა, რომელმაც მოწმენდილ ცაზე საშინელი ჩირქი მომცხო. ჩემს ბულინგს გადავიტანდი, მაგრამ ბულინგის ქვეშ მოჰყვნენ ჩემი შვილებიც. სიკვდილის წინ რომ მითხრან: იმისთვის, რომ ცხონდე, მას შეუნდეო, უარს ვიტყვი და ჯოჯოხეთში ჩავალ. ვერ დავივივწყებ იმის გამო, რომ ჩემს შვილებს ორი წელი აბულინგებდნენ, მე კი ჩემი შვილების გამწარებას ვერავის ვაპატიებ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
წყარო: tbiliselebi.ge