Digest Logo

🎥 „სიმღერა ლაპარაკთან ერთად დავიწყე...“ - გაიცანით 17 წლის მომღერალი წყალტუბოდან

1743172545
ქრისტი მიკირტიჩიანი

ქრისტი მიკირტიჩიანი 17 წლის მომღერალია წყალტუბოდან, რომელიც გადაცემაში „დღის პოსტი“ იმყოფებოდა და საკუთარ საქმიანობაზე ისაუბრა:

„რეალურად ლაპარაკთან ერთად სიმღერაც დავიწყე. როგორც დედაჩემის გადმოცემით ვიცი ჯერ კიდევ თვეების ვიყავი, როდესაც სიმღერა გაისმებოდა და ღიღინს ვიწყებდი. სცენაზე დაახლოებით 6-7 წლის ვიყავი, როდესაც დავდექი და ვიმღერე პირველად სიმღერა. დედის მხრიდან ყველა მუსიკალური ნიჭით იყო დაჯილდოებული. გენეტიკამ თავისი განაპირობა. ფორტეპიანოს და გიტარას ვფლობ. ყველაზე კარგ რჩევას დედა მაძლევს. კონკრეტული ფავორიტი მომღერალი არ მყავს, რადგან ყველას ვადევნებ თვალს. ძირითადად ქართული რეპერტუარი მაქვს“, - აღნიშნა ქრისტი მიკირტიჩიანმა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ძალიან კარგი ყოფილა მარტოობა...“ - რას ჰყვება გია სურამელაშვილი პირადზე?

⭕„ორი წელიწადი ვერ გამოვედი მდგომარეობიდან, თითქოს აზრი არ ჰქონდა არაფერს...“ - რას ჰყვება ანი კეკუა

⭕„ვიდრე ამ პროექტში მონაწილეობას მივიღებდი, უკვე დაკლებული მქონდა 20 კილოგრამი და ფორმაში ვიყავი“ - ანი კეკუა