Digest Logo

🎥 „ძალიან კარგი ყოფილა მარტოობა...“ - რას ჰყვება გია სურამელაშვილი პირადზე?

1743169844
გია სურამელაშვილი

მომღერალი და მუსიკოსი გია სურამელაშვილი სტუმრად გადაცემაში „დღის პოსტი“ იმყოფებოდა, სადაც კარიერასა და პირადზე ისაუბრა:

„სათვალე მოვიხსნა, თორემ ყველას ჰგონია რომ ერთი 20 ოპერაცია გაიკეთაო თქვენი დედა მოვ*ყან. არანაირი არაფერი არ გამიკეთებია, ისე მეშინია ეგეთი რაღაცების, თორემ ყველას მოგყრიდით. უნდა იყო კეთილი გაწონასწორებული ადამიანი ცხოვრებაში. არ უნდა იყო ბოღმა და არაფრის არ უნდა გშურდეს დედამიწაზე. ეს ადამიანები მომართულები არიან როგორ ავნონ სხვებს, ასეთები სხვებსაც არ არგებს.

მამა ძალიან კარგი ვარ და თავის დროზეც კარგი ვიყავი. მე მაგარი დედა და მამა მყავდა და ისინი ძალიან მეხმარებოდენ. მოსკოვში რომ წავედი იქ ძალიან კარგად დამხვდნენ. უზრუნველყოფილი მყავდა ოჯახი ფულებით, რასაც ვერ ვიტყვი სიახლოვეზე. მე როგორც გიას, მსახიობს ბევრი მოწვევა მქონდა ფილმებში და ძალიან ვნანობ. ძალიან ბევრ ფულს ვშოულობდი სოლო კონცერტებით. სერიალებში მთხოვეს, მაგრამ ზედმეტი ფული მოვითხოვე. სერიალი არ არის ეს ახლა. ახლაც ხოშიანად ვაკეთებ ფულს და ბევრ ადამიანს ვუყვარვარ, რომლებიც ძვირად ღირებულ საჩუქრებს მჩუქნიან.

„ტიკტოკიც“ მაქვს და ჩემი სამეგობრო მეუბნებოდა რატომ არ შედიხარო. ახლაც ვდებ ხოლმე ვიდეოებს, მაგრამ კომენტარები გათიშული მაქვს. ვერ წავიკითხავ, იმიტომ რომ ამდენი სი*ი გიწერს. მე მაქვს ჩართული კარგი ხალხის კომენტარები, მწერენ ჩემი გახდიო. ზოგს ვეუბნები 20 წელი დამელოდე, თუ კარგ საჩუქარს მჩუქნიან 10 მეთქი. ძალიან კარგი ყოფილა მარტოობა. ჩემი ვიდეოები არის პროვოკაციული, ბევრი ნახვები აქვს და სპეციალურად ვლაპარაკობ პირადზე.

ერთი ადამიანი იმ დონეზე, იმ ასაკში საერთოდ აღარ ვაპირებდი ვინმესთან სიახლოვეს და მივხვდი რომ ეს ადამიანი არ უნდა შემომეშვა. ძალიან ჭკვიანი ვარ ჩემი თავისთვის. მაგრამ ეს ადამიანი იყო და იყო. რომ გავაგდე ცხოვრებიდან, დავანახვე რომ ძალიან მიყვარდა და აუვარდა თავში. ახლა მიყურებს გაუბედურებული საცოდავად. არავინ არ თქვას მორჩა ურთიერთობა და გაცივდაო. დღესაც მიყვარს, ცივდება მკვდარი“, - ჰყვება გია სურამელაშვილი.

მეტის გასაგებად გადადით ბმულზე:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ორი წელიწადი ვერ გამოვედი მდგომარეობიდან, თითქოს აზრი არ ჰქონდა არაფერს...“ - რას ჰყვება ანი კეკუა

⭕„ვიდრე ამ პროექტში მონაწილეობას მივიღებდი, უკვე დაკლებული მქონდა 20 კილოგრამი და ფორმაში ვიყავი“ - ანი კეკუა

🎥 როგორი ადამიანი ხარ დაბადების რიცხვის მიხედვით?! - „იდეალური მეგობრები და ძალიან კარგი პარტნიორები არიან“