Digest Logo

🎥 „სინამდვილეში, საკუთარი თავიც კი არ უყვარს...“ - კლინიკური ფსიქოლოგი ნარცის ადამიანზე

1792761824
მინდია გაბიჩვაძე

ნარცისიზმი არის ფსიქოლოგიური მდგომარეობა ან პიროვნული თვისება, რომელიც ხასიათდება საკუთარი თავის უზომო სიყვარულით, საკუთარი მნიშვნელოვანების გადაჭარბებული განცდით და სხვებისგან მუდმივი აღტაცებისა თუ კომპლიმენტების მიღების მოთხოვნილებით. ეს ტერმინი სათავეს იღებს ძველი ბერძნული მითიდან ნარცისის შესახებ, რომელსაც საკუთარი ანარეკლი შეუყვარდა. 

ფსიქოლოგიაში ნარცისიზმი განიხილება როგორც გარკვეული სპექტრი - დაწყებული ჯანსაღი თავდაჯერებულობიდან, რომელიც ადამიანს ყოველდღიურობაში ეხმარება, დასრულებული კლინიკური დარღვევით, რასაც ნარცისული პიროვნების აშლილობა (NPD) ეწოდება.

ადამიანზე, რომელსაც ნარცისული მდგომარეობა აქვს სოციალურ ქსელში ამერიკაში მცხოვრები კლინიკური ფსიქოლოგი მინდია გაბიჩვაძე საუბრობს:

„ნარცისიზმი ზუსტად ეს არის, არა გადაჭარბებული თვით სიყვარული, არამედ საკუთარი იმიჯის შეყვარება. 

ნამდვილ ნარცის ადამიანს სინამდვილეში საკუთარი თავიც კი არ უყვარს, აი, უყურეთ, მეც კი შეცდომა დავუშვი. იმათ მეც იარლიყები მივანიჭე, „ნარცის ადამიანს“ - არა, ადამიანს, რომელსაც ნარცისული მდგომარეობა აქვს. 

მას უყვარს, ის როლი, რომელსაც ირგებს და თამაშობს და ზუსტად ამის გამო არ შეუძლია ნამდვილად იცნობდეს საკუთარ თავს და როდესაც საკუთარ თავს არ იცნობ, შენს ირგვლივ, გარშემომყოფებსაც ვერ გაიცნობ.

ეს არის ქცევის მუდმივი შაბლონი, როდესაც ადამიანს აქვს საკუთარი თავის გადაჭარბებული განდიდების განცდა. სჭირდება მუდმივად აღტაცება სხვებისგან და ძალიან ხშირად აკლიათ ემპათია. ეს თვისებები ასევე ვლინდება ყველგან, როგორც სამსახურში, ისე პირად ურთიერთობაში“, - ამბობს მინდია გაბიჩვაძე. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

⭕ახალი იმედი კუჭის კიბოს წინააღმდეგ! - მეცნიერებმა სიმსივნის წარმოქმნამდე არსებული პროცესი გამოავლინეს

⭕ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმატის ტურნირის ნახევარფინალშია

🎥 „არ ვიცი, ასაკის ბრალია თუ ლუდის“ - რას ამბობს მაკა ძაგანია წონის ცვლილებაზე?

✕