Digest Logo

სინოპტიკოსების გაფრთხილება! - მოსალოდნელია 38-41 გრადუსი სიცხე

1753765370
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეებში მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.

„29-31 ივლისს დასავლეთ საქართველოს დაბლობ და მთიან რაიონებში, აღმოსავლეთ საქართველოს ბარსა და მთაში ზოგან მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება 38-41 გრადუსამდე.

მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს (საფრთხის დონე საშუალო)“, - ნათქვამია ინფორმაციაში. 

როგორ მოვიქცეთ ზაფხულის ცხელ დღეებში? - ჯანდაცვის სამინისტრო რეკომენდაციებს ავრცელებს 👇

✔️ ოთახები, გაგრილების მიზნით, ხანგრძლივი დროით, გაანიავეთ - ღამით და დილით ადრე, როდესაც გარე ტემპერატურა დაბალია

✔️ დღისით, შეამცირეთ სახლში სიცხის შეღწევა. გამორთეთ ხელოვნური განათება და შეზღუდვით გამოიყენეთ ელექტროენერგია

✔️ მოერიდეთ გარეთ გასვლას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში

✔️ მოერიდეთ მძიმე ფიზიკურ აქტივობას

✔️ არ დატოვოთ ბავშვები, ან შინაური ცხოველები გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებებში

✔️ მიიღეთ გრილი შხაპი ან აბაზანა

✔️ ქუჩაში გასვლისას, ატარეთ ნატურალური მასალის, ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმელი

✔️ მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, რეგულარულად

✔️ მოერიდეთ ალკოჰოლს, ზედმეტ კოფეინს და შაქარს

✔️ საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე ულუფებით, მოერიდეთ ცილოვან საკვებს

✔️ თუ იღებთ მედიკამენტს, ჰკითხეთ მკურნალ ექიმს, რა გავლენა შეიძლება იქონიოს თერმორეგულაციასა და სითხის ბალანსზე

✔️ მზით დამწვრობის თავიდან ასარიდებლად, მოერიდეთ მზის პირდაპირ სხივებსა და გარუჯვას

 

 ასევე დაგაინტერესებთ:

მეგაშოუს „ვინ ვინ არის“ მეოთხე სეზონის გამარჯვებული კენგურუ გახდა - ნიღაბი გია ბაღაშვილს ჰქონდა მორგებული

„ჩემო მზის სხივო, ვინც ანათებ ჩემს სამყაროს, მიყვარხარ უპირობოდ“ - ილია თოფურიას და ჯორჯინა უზკატეგუიას ქალიშვილი ერთი წლის გახდა

🎥 თაკო ნაცვლიშვილი საბერძნეთში გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს - „ბედნიერი დღეები გქონდეს“