ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის დირექტორი გიორგი ფანცულაია სტუმრად გადაცემაში „ჩემი საქართველო“ იმყოფებოდა, სადაც ნიკო ნიკოლაძე და სამტრედიისთვის გაწეული ღვაწლი გაიხსნა:
„მე ვცხოვრობ მდინარე რიონის ნაპირზე და ეს სოფელი არც ერთ ადგილს არ ჰგავს“ - წერდა მე-19 მე-20 საუკუნის საზოგადო მოღვაწე, პირველი ქართველი ჟურნალისტი, დიდი ქართველი ნოვატორი და ევროპეიზმის შემომტანი, ნიკო ნიკოლაძე. მისი ვაჟის გიორგი ნიკოლაძის სახელი მჭიდროდ არის კავშირში სამტრედიასთან და სოფელ დიდ ჯიხაიშთან.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ილია ჭავჭავაძეს გვერდით ჰყავს მეორე, თანადამფუძნებელი მამა და ეს იყო ნიკო ნიკოლაძე. შეგახსენებთ, რომ სამტრედიის სარკინიგზო ხაზის ჩამოყალიბების საკითხები, სწორედ ნიკო ნიკოლაძის სახელთან არის დაკავშირებული, ასევე სიტყვების; ორთქლმავალი და ლიანდაგი - ნიკო ნიკოლაძემ დაამკვიდრა“, - იხსენებს გიორგი ფანცულაია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „საოცარი ქალი ხარ“ - რუსა ჩაჩუას ორიგინალური ლუქი და გამომწერების კომპლიმენტები