
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში სასიხარულო ამბავს ავრცელებს.
„ჩემთვის ანდერძში დაუტოვებია, დიდი საჩუქარია...” - რას წერს გიორგი კეკელიძე
„შესანიშნავი ამბავი გვაქვს: #გურულიდღიურებიფონდი ს სტიპენდიატი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ კაზრეთში მცხოვრები მსახიობი ვანო ხმალაძე იგივე ვანიჩკა • Vanichka გახდა.
ამ საოცარი ახალგაზრდის სტიპენდიას, ჩვენი ფონდის ერთგული მეგობარი, მარინა ჩხარტიშვილი უზრუნველყოფს.
ვანიჩკა არის ბრწყინვალე მაგალითი - ეტლში მჯდარი წლებია ინტეგრირებულ თეატრში მსახიობობს და ახლა უკვე დიდი თეატრის სცენაზე შეაბიჯა.
გვიხარია, რომ დავმეგობრდით.“,- წერს კეკელიძე.
„სიტყვებს ვერ ვპოულობ. უღრმესი მადლობა გიორგი კეკელიძეს“ - აღნიშნულ სასიხარულო ამბას თავად ადრესატი, ვანო ხმალაძე ამ სიტყვებით გამოეხმაურა.