Digest Logo

„სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს ჟურნალისტებზე თავდასხმას“ - რას ჰყვება „იმედის“ ჟურნალისტი

1713523618
ანუკა ჩხიკვაძე

„ჩვენთვის ფაქტობრივად წარმოუდგენელი იყო ადგილზე მუშაობის გაგრძელება. რაც მახსოვს არის ის, რომ ბევრი აგრესიული ადამიანი ცდილობდა ჩვენზე თავდასხმას, რომ არ შევსულიყავით პირდაპირ ეთერში“, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ჟურნალისტმა, ანუკი ჩხიკვაძემ განაცხადა.

18 აპრილს, აქციის მონაწილეები „იმედის“ ჟურნალისტ ანუკი ჩხიკვაძეს მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ. შეკრებილები ჟურნალისტის მისამართით შეურაცხმყოფელ რეპლიკებს იძახდნენ, უსტვენენ და პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელს უშლიდნენ.

„მნიშვნელოვანია, ადამიანებმა გაიაზრონ, რომ სიტყვის, გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს ჟურნალისტებზე თავდასხმას, თუმცა, ეს არ ეხება აქციის ყველა მონაწილეს. იქ იყვნენ მშვიდობიანი აქტივისტები, რომლებიც უბრალოდ საკუთარ აზრს გამოხატავდნენ“, - აღნიშნა ჟურნალისტმა.

„იმედის“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

როგორც ცნობილია „გამჭვირვალობის კანონპროექტის“ წინააღმდეგ მიმდინარე აქციებზე ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფებს აქციის მონაწილეების მხრიდან მუდმივად ზეწოლის ფონზე უხდებათ მუშაობა. აგრესიულად განწყობილი ჯგუფები ხელით ეხებიან როგორც „იმედის“ ჟურნალისტებს, ისე ტელევიზიის ინვენტარს, აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. გადამღებ ჯგუფს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელს უშლიან ევროკავშირის დროშით აღჭურვილი ადამიანები.

აღსანიშნავია, რომ ძალადობას აქციის ორგანიზატორებიდან არავინ ემიჯნება. დუმს მესამე სექტორი.

⭕აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „მე გადავარჩინე ძალიან ბევრი ახალგაზრდა... ყველაზე ბედნიერი წლები ჩემს ქმართან ერთად გავატარე“ - გაიცანით 100 წლის ლიდა ოსიტაშვილი

🎥 „ბოლოს მეჩხუბა, გადი აქედან, არ მჭირდებიო...“ - რას ჰყვება გიორგი წიტაიშვილი

⭕კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში საქართველოსადმი მიძღვნილი უპრეცედენტოდ მასშტაბური გამოფენა გაიხსნა

წყარო: imedinews.ge