Digest Logo

კაკაოს ფხვნილის სასარგებლო თვისებები - არუნ ხათრის რჩევები

1765871451
არუნ ხათრი.

ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას პერიოდულად სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს „იუთუბის“ საკუთარ არხზე. იგი ოჯახთან ერთად წლებია საქართველოში ცხოვრობს და ქართულ ენასაც კარგად ფლობს. მისი მეუღლე ქართველია, წყვილს სამი შვილი ჰყავს.

ამჯერად, არუნ ხათრი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც კაკაოს ფხვნილის სასარგებლო თვისებებზე წერს:

„კაკაოს ფხვნილის ჯანმრთელობის სარგებელი.

კაკაოს ფხვნილი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ამცირებენ ანთებას და იცავენ გულს.

ის აუმჯობესებს ტვინის მუშაობას და ხელს უწყობს კონცენტრაციას სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებით.

ბუნებრივი კაკაო ეხმარება განწყობის გაუმჯობესებას და სტრესის შემცირებას.

კაკაო არის მაგნიუმისა და რკინის კარგი წყარო, რაც მნიშვნელოვანია ენერგიისთვის, კუნთებისა და ნერვების მუშაობისთვის.

შაქრის გარეშე გამოყენებული კაკაო ასევე ხელს უწყობს მეტაბოლიზმსა და ნაწლავების ჯანმრთელობას“, - წერს არუნ ხათრი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕რაზე მიანიშნებს თაფლის „დაშაქრება“ და რომელი თაფლია უკეთესი - თხელი თუ სქელი?

🎥 რა გავლენა აქვს ადრეულ ასაკში მოსულ პოპულარობას ბავშვზე? - სპეციალისტის რჩევები

⭕ „საკუთარი თავის მაბრალებლობა არის უნივერსალური საშუალება განსაცდელების ღირსეულად გადატანისა...“ - თეოდორე გიგნაძე