Digest Logo

„სხვაგვარად არც დაბადება ღირს, არც ცხოვრება და არც სიკვდილი...“ - რას წერს ფილოლოგიის დოქტორი

1683871196
გია მურღულია

ფილოლოგიის დოქტორი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების საკითხებში კონსულტანტი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს, რომ ადამიანის ცხოვრება და დაბადება თავისუფლების გარეშე არც ღირს.

„სკოლას უნდა მიეცეს თავისუფლებაც და პასუხისმგებლობაც, მე ასე ვფიქრობ და სხვამ უკეთესი ბრძანოს“ - გია მურღულია

„არსებობს თავისუფლების ოთხი არსებითი სახე (ყოველი მათგანი ადამიანის პიროვნულ არჩევანს გამოხატავს):

1. რ წ მ ე ნ ი ს (უპირობო სიყვარულის, ნდობის, აღიარების);

2. ს ი ტ ყ ვ ი ს (გაცხადების, გამოხატვის);

3. ფ ი ქ რ ი ს (იდეის გაცოცხლების);

4. მ ო ქ მ ე დ ე ბ ი ს (შე-მოქმედების, საქმის).

ნამდვილად თავისუფალი ის არის, ვინც ოთხივეს თანაბრად ფლობს და ახორციელებს.

არ უნდა შეგეშინდეს - იყო თავისუფალი.

სხვაგვარად არც დაბადება ღირს, არც ცხოვრება და არც სიკვდილი“, - წერს მურღულია.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ექიმების მკურნალობამ და წამლებმა ძალიან ცუდად იმოქმედა ჩემზე“ - ეკა კახიანი ცხოვრების რთულ პერიოდზე

„101 წლის გახდა, ეს ადამიანი ჩვენი ერის სიამაყეა“- რა ფოტოებს ავრცელებს გოგა ჩანადირი