ფილოლოგიის დოქტორი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების საკითხებში კონსულტანტი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს, რომ სკოლას უნდა მიეცეს თავისუფლებაც და პასუხისმგებლობაც, რადგან ორივე ეს საკითხი ერთად თანაარსებობენ მხოლოდ.
🔵 „რა იცი - ერთია და როგორ ასწავლი ბავშვებს იმას, რაც იცი - მეორე“ - გია მურღულია
„სკოლა თავისუფალი უნდა იყოს სახელმწიფოს ყოველგვარი ზედმეტი ჩარევისგან.
რა არის "ზედმეტი ჩარევა"? -
ყველაფერი, რაც სკოლის ადმინისტრირებას, სასწავლო და აღმზრდელობით პროცესსა და კადრებს ეხება - არ შეიძლება, ყველგან, ყოველთვის და ყველაფერს - კონკრეტულ დეტალებამდე - ცენტრი მართავდეს.
ეს პრინციპულად შეუძლებელია და, ამასთან, უზარმაზარ ადამიანურ, დროით და ფინანსურ რესურსებს მოითხოვს - მათი გაცილებით უკეთ გამოყენება შეიძლება.
სახელმწიფოს მხოლოდ ფუნქციობის უზრუნველყოფის (საჯარო სკოლებში), სერვისების შეთავაზების, განვითარების შესაძლებლობის შექმნისა და განათლების ხარისხის აუცილებელი კონტროლის მიზნები და ამოცანები უნდა ჰქონდეს.
თავისუფლება განათლების სფეროშიც ძნელია, მაგრამ აუცილებელია.
სკოლას უნდა მიეცეს თავისუფლებაც და პასუხისმგებლობაც - ეს ორნი მხოლოდ ერთად ცოცხლობენ.
მე ასე ვფიქრობ და სხვამ უკეთესი ბრძანოს“,- წერს მურღულია.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„სასულიერო პირმა მიწოდა ფარჩაკი და მითხრა, რომ ძაღლის ბეწვადაც არ ვღირვარ“ - რას წერს ტარიელ სუარი
🔵თიკა ფაცაცია აშშ-ში მოგზაურობს - რა ფოტოებს აქვეყნებს ტელეწამყვანი