რა არის ნაბახუსევის სინდრომი და რომელი პროდუქტები ეხმარება ორგანიზმს რეალურად აღდგენაში? - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „კოდკასტი“ შეფმზარეულმა, გასტრონომმა და კვების ტექნოლოგმა ლუკა ნაჭყებიამ ისაუბრა და საზოგადოებას მნიშვნელოვანი რეკომენდაციები გაუზიარა.
როგორც თავად აღნიშნავს, ალკოჰოლის მიღების პროცესში აუცილებელია მიაყოლოთ წყალი, რათა ორგანიზმი არ გამოშრეს:
„მედიცინაშიც პირველია, რომ ტოქსიკოზის დროს მნიშვნელოვანია ჰიდრაცია. თერმორეგულაციისთვის წყალი გჭირდება. ამიტომ სულ ვამბობ, თუ ალკოჰოლს სვამ, არ დაგავიწყდეს პროცესში წყალი!
მე მიგნებული მაქვს ფორმულა, რომელიც ეფექტურია. ეს არის ესენციური მარილების მიღება, ეს არის კალიუმი, ცინკი, მაგნეზიუმი. ეს შეიძლება იყოს შუშხუნა ფორმით. ძილის წინ აიღე შუშხუნა, აფთიაქებში იყიდება. ჩაასხი ჭიქაში, ნახევარ ლიტრიანი ჭიქა, თუ სულ ვერ დალევ, 300 მლ მაინც საქმეა. ამით შეავსებ იმ დოზას, რაც დაკარგე.
- მეორე დღეს როგორ დავიწყოთ დილა?
როგორც კი პირველი ფაზა ნუტრიენტების დაკარგვის დასრულდება, იწყება მაკრონუტრიენტების აღდგენა. გვჭირდება ამინომჟავები. ასეთ დროს რთულია იმ ადამიანებისთვის, ვინც არ ჭამს ხორცეულს, ცხოველურს. ნახარშები ძალიან კარგია ამ დროს, მუშაობს ასევე პარკოსნების ნახარშიც, ოსპი, მუხუდო.
პირველი ყოველთვის არის ცხიმი, ნერვული უჯრედის იზოლაციის მექანიზმი არის ცხიმი.
ჩემი რჩევაა, მოერიდეთ კოფეინს, დილიდან. ეს უარესია სხეულისთვის, უქმნის დამატებით სტრესს. + შარდმდენი ეფექტი აქვს.
წვნიანი არის პირველი რამ და ცხიმიანი ხორცი. ხაში იდეალურია, ეს არ არის შემთხვევითი მიგნება, ყველაფერს შეიცავს.
არ ჭამო ცივი ცხიმიანი, დილით ასევე არ არის რეკომენდებული ხილი. გლუკოზას ძალიან მაღლა აგდებს ისევ და უცებ ვარდნა იწვევს მოთენთილობას“, - ამბობს ლუკა ნაჭყებია.
ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=oVEoo6_IMDc

აგრეთვე დაგაინტერესებთ: