Digest Logo

🎥 „სოფლის მღვდლობა, რომელიც თავის დროზე, ჩვენ პატრიარქსაც სურდა, დიდი პასუხისმგებლობაა“- რას ჰყვება მღვდელი იოსებ სადუნიშვილი

1714983943
მამა იოსები

გადაცემა კურიერი p.s-ის სიუჟეტი, მღვდელ იოსებ სადუნიშვილზე გვიყვება, რომელიც 10 წელია წმინდა ბარბარეს უძველეს ეკლესიაში მსახურობს, რომელსაც მოძღვარი საუკუნის განმავლობაში არ ჰყავდა. 

ილია მეორის აღსაყდრების შემდეგ, ქვეყანაში უკვე 2 ათასამდე მოქმედი ეკლესია მონასტერია.

წირვა-ლოცვა ისეთ ეკლესიებშიც აღდგა, სადაც მოძღვარი საუკუნის განმავლობაში არ ჰყოლიათ. სწორედ ასეთია სოფელ ჭალოვანის წმინდა ბარბარეს სახელობის უძველესი ეკლესიაც, რომელიც იმერეთში, ძირულას ხეობაში მდებარეობს.

ეს წმინდა ბარბარეს სახელზე აგებული ერთ-ერთი ყველაზე ძველი ტაძარია საქართველოში. 10 წელია აქ უკვე მამა იოსებ სადუნიშვილი მსახურობს, რომელიც 7 სოფლის ერთადერთი მღვდელია.

როგორც მამა იოსები აღნიშნავს, სოფლის მღვდლობა, რომელიც თავის დროზე, ჩვენ პატრიარქსაც სურდა, მისთვის განსაკუთრებული საქმე და განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა.

 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს

როგორ აღნიშნავდნენ გიორგობას საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში – წინაპართა ტრადიციები

⭕ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო - რა უნდა ვიცოდეთ

⭕🎥 „მამა გიორგის შეხვედრა დედასთან, 5 წლიანი განშორების შემდეგ, აღდგომის ღამეს...“- ნახეთ ემოციური კადრები

⭕„სახეზე უყურებდა და საფლავზე ბალახებს ისე თხრიდა, თითქოს კაბაზე ამოწეწილ ძაფებს აცლიდა...“- რას წერს გიორგი კეკელიძე