
„სააკაშვილი ხელისუფლებაში რომ მოვიდა, დაიწყო მედიის განადგურება. აუღებელი ციხესიმაგრე „იმედი“ იყო. დარბევის შემდეგ უმძიმესი პროცესი დაიწყო“, - ამის შესახებ ჟურნალისტმა და პროდიუსერმა, სოფო ნიკოლაიშვილმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „იმედის“ დარბევის შემდეგ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
„სააკაშვილი ხელისუფლებაში რომ მოვიდა, დაიწყო მედიის განადგურება. აუღებელი ციხესიმაგრე „იმედი“ იყო. დარბევის შემდეგ უმძიმესი პროცესი დაიწყო. იბირებდნენ თანამშრომლებს, გვარწმუნებდნენ, რომ „იმედი“ მაინც ვერ აღდგებოდა. თანამშრომლებზე უდიდესი ზეწოლა იყო. ზოგს ემუქრებოდნენ ოჯახის წევრის დაპატიმრებით, ზოგს თანხებს სთავაზობდნენ, ზოგს სამსახურს და ასეც მოხდა.
ძალიან ბევრმა ადამიანმა „იმედი“ დატოვა. დარბევიდან მალევე ვიხილეთ ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილ „რუსთავი 2“-ზე. ამას მოჰყვა ბადრი პატარკაციშვილის ცნობილი გაყალბებული ჩანაწერები. იმაზეც არ არის, დავიჯერეთ თუ არა ეს. რთულია მორალურად.
პირდაპირ ეთერში ვიხილეთ ის, რაც ვიხილეთ და თითოეულ ჟურნალისტს რთული მორალური მდგომარეობა შეგვექმნა, რომლებიც „იმედში“ ბოლომდე ვაპირებდით და დავრჩით კიდეც. იმ დღეებში არცერთი პოლიტიკოსი არ მოდიოდა გადაცემებში. „ფეიკ“ ძალადობრივი გარემო შექმნეს და საბოლოოდ მიიტაცეს კიდეც. იცით, რომ ოჯახს წაართვეს“, - აღნიშნა ნიკოლაიშვილმა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ვფიქრობ, რომ იღბლიანი ადამიანი ვარ, ამას ვაფასებ და განგების მადლობელი ვარ“ - მაია ჯაბუა