Digest Logo

🎥 „სოფო, შენ კარგად იცი, რომ ნიკა გვარამია გარეთ უფრო პარადოქსია, ვიდრე ნიკა გვარამია ციხეში“ – ნიკა გვარამიას ემოციური სიტყვა

1652271145
„მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია Digest.ge

ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორი სასამართლოში ემოციური სიტყვით წარდგა და ოჯახს მიმართა. 

„პირველ რიგში მინდა მივმართო ჩემს ოჯახს: აქ არის სოფო, ბავშვები არ არიან, ვერც იქნებიან. მინდა მათ ვუთხრა: რაც არ უნდა მოხდეს, არავითარ შემთხვევაში, ეს არ ღირს ნერვიულობად. სოფო შენ კარგად იცი, რომ ნიკა გვარამია გარეთ უფრო პარადოქსია, ვიდრე ნიკა გვარამია ციხეში.

ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია, ეს შენ იცი, უბრალოდ შენ მოგიწევს მშვიდად აუხსნა ეს ბავშვებს და არავის არაფერი არ სთხოვო. ჩემი მეგობრები ალბათ ისედაც დაგვიდგებიან მხარში, დანარჩენი საჭირო არ არის“,– განაცხადა ნიკა გვარამიამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ყველამ იცის, რომ ბიძინა ივანიშვილს არც პუტინთან აქვს რაიმე კავშირი და რუსეთთანაც წლებია შეხება აღარ ჰქონია“ - ხათუნა ხოფერია

🔵„იმოქმედეთ გააზრებულად, რადგან დღეს დაშვებული შეცდომა აუცილებლად მოგვიანებით შეგახსენებთ თავს“ - ცაგარელი

🔵საქართველოში +28 გრადუსამდე დათბება